კონკურსი სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის – „ჩემი გალაკტიონი“

კონკურსები

მწერალთა სახლი გალაკტიონ ტაბიძის დაბადების დღის აღსანიშნავად სტუდენტებისა და უფროსკლასელებისთვის (IX – XIIკლასი) აცხადებს ვიდეორგოლების კონკურსს „ჩემი გალაკტიონი“.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა ჩაწერონ მოკლე ვიდეო, სადაც გალაკტიონის მათთვის სასურველ ლექსს წაიკითხავენ. გამორჩეული ვიდეოები გამოქვეყნდება მწერალთა სახლის ციფრული მედიის არხებზე.

გამარჯვებულებს გამოავლენს მწერალთა სახლის თანამშრომლებისგან შემდგარი ჟიური.

კონკურსის დასრულების შემდეგ გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებიც მიიღებენ წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ ვაუჩერს და წამახალისებელ პრიზს:

გაიცემა სამი ფულადი პრემია:

I ადგილი – 100 ლარიანი ვაუჩერი და ვახტანგ ჯავახაძის წიგნი „უცნობი“ მწერლის ავტოგრაფით;
II ადგილი – 100 ლარიანი ვაუჩერი;
III ადგილი – 100 ლარიანი ვაუჩერი.

მსურველებმა საკონკურსო ვიდეოები უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე info@writershouse.ge. ვიდეო აუცილებელია აიტვირთოს wetransfer.com-ის საშუალებით.

საკონკურსო ვიდეოების მიღების ბოლო ვადაა 15 ნოემბერი. გამარჯვებულები გამოვლინდებიან 17 ნოემბერს, გალაკტიონის დაბადების დღეს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები