რომელ ლექტორებთან არის რთული მაღალი ქულის მოპოვება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში- studinfo.ge-ს გამოკითხვის შედეგები

სტუდZona

როცა საგნების არჩევის დრო დგება, სტუდენტების უმრავლესობა დაკვირვებით იძიებს ინფორმაციას იმის შესახებ, რთულად წერს თუ მარტივად მაღალ ქულას შერჩეული საგნის ლექტორი.

თუ ლექტორთან კარგი ქულის მოპოვება ეკლიან გზაზე სიარულს ჰგავს, ოდნავ ზარმაცი სტუდენტი ფიქრობს: “კარგი დღე არ მელოდება, უფრო მეტად გავირთულო საქმე?! “.

studinfo.ge-მ დღეს, 11 ოქტომბერს ტექნიკური უნივერსიტეტის ყველაზე პოპულარული ფაკულტეტების სტუდენტებს შემდეგი კითხვით მიმართა: “დაასახელე ლექტორი, რომელიც რთულად წერს მაღალ ქულას”. 😀

ერთი საინტერესო გარემოება – სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ იმ საგანში, სადაც მაღალი ქულის მოპოვება მარტივად არ ხდება, ბევრი შრომა კი უწევთ, მაგრამ ცოდნა ქულასთან მეტ-ნაკლებად გათანაბრებული აქვთ.

მაშ ასე, რომელი ლექტორები წერენ მაღალ ქულებს რთულად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში:

სამშენებლო ფაკულტეტის ლექტორი, რამაზ ინაძე. სტუდენტებმა აღნიშნეს, რომ “ბატონი რამაზი ისეთი კაცია, რომელთანაც სუფრაზე ჭიქის აწევაც შეიძლება”.

არქიტექტურის ფაკულტეტის ლექტორი, ლია ქესანაშვილი. სტუდენტების აზრით, “მასთან  მაღალი ქულის მოპოვება რთულია, მაგრამ ასწავლის საუკეთესოდ”.

ინფორმატიკის ფაკულტეტის ლექტორი, ნოდარ მაჭარაშვილი.სტუდენტებმა გვითხრეს, რომ “ბატონი ნოდარი YouTube-ის პლატფორმაზე აქტიურია” და გვირჩიეს, ჩვენც მოვუსმინოთ მის ვიდეოგაკვეთილებს.

ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის ლექტორი, ლევან კერესელიძე. “ნამდვილად რთულად წერს ქულებს, მაგრამ ყოველთვის სამართლიანად” – გვითხრეს ბატონ ლევანზე შეყვარებულმა სტუდენტებმა.

სტუდენტებო, ეთანხმებით შეფასებებს?

თქვენთან რა მდგომარეობაა? რომელი ლექტორებისგან გაჯდებათ ხოლმე “სიკვდილის ბუზი”. 😀

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები