სამედიცინოს სტუდენტო, ყველა ნივთი იცანი? – studinfo.ge-ს ექსპრეს გამოკითხვის შედეგები სამედიცინო უნივერსიტეტში

სტუდZona

თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სადაც მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტები სწავლობენ, studinfo.ge-მ ექსპრეს გამოკითხვა ჩაატარა და სიხარულით გაცნობებთ, რომ მომავალი ექიმების პასუხებმა იმედით აგვავსო – ისინი ყველას მოგვარჩენენ.

ჩვენ სტუდენტებს ვაჩვენეთ 10 სამედიცინო ნივთი, მათ კი უნდა გამოეცნოთ ნივთების სახელწოდება. დარწმუნებული ვართ, მომავალი ექიმების შედეგები პოტენციურ პაციენტებსაც დაგაინტერესებთ.

მაშ ასე, აი, შედეგები:

მარიამ ბაბუაძე – მედიცინის პირველი კურსის სტუდენტი, გამოიცნო 8 ნივთი.

მელიქიშვილი მელიტა – მედიცინის ამერიკული პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი, გამოიცნო 8 ნივთი.

ვანუჰი, არაქსია და სვეტლანა – უცხოენოვანი პროგრამის სტუდენტმა გოგონებმა 9 ნივთი გამოიცნეს.

მარიამ ფიცხელაური – მედიცინის ამერიკული პროგრამაის მესამე კურსის სტუდენტი, გამოიცნო ასევე 9 ნივთი.

მეათე სამედიცინო ნივთის გამოცნობა გაუჭირდათ მაღალკურსელ სტუდენტებსაც, თუმცა ახსოვდათ, რისთვის გამოიყენებოდა იგი.

ვფიქრობთ, ბრწყინვალე შედეგებია, მაგრამ არ გაინტერესებთ ვინ იყო ის „გენიოსი“, ვინც ათივე ნივთის დანიშნულება და სახელი გვითხრა?

დადააამ, დავით ჭუმბურიძე! სტომატოლოგიის მიმართულების პირველი კურსის სტუდენტი. დავითმა გამოიცნო 10-დან 10 ნივთი და დონატების საჭმელად დაგვპატიჟა.

წარმოგიდგენთ ნივთებს, რომლის დანიშნულების გამოცნობასაც სტუდენტები ცდილობდნენ, შეამოწმეთ თქვენი თავი და გაგვიზიარეთ შედეგები:


studinfo.ge
-ს თემატური გამოკითხვები სხვადასხვა უნივერსიტეტში კვლავ გაგრძელდება. შემდეგი შეიძლება შენი უნივერსიტეტი იყოს, მოემზადე!

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები