დედა-შვილმა ტეხასის უნივერსიტეტი ერთად დაასრულა – „ჩვენი ყველა კურსელი მას დედას ეძახდა“

უნივერსიტეტების სიახლეები

50 წლის ალისა მაიერსი, თავის შვილთან, 25 წლის ელიზაბეთ მაიერსთან ერთად, ტეხასის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამას, სოციალური მუშაობის მიმართულებით, 19 მაისს დაასრულებს. ინფორმაციას Upi ავრცელებს.

დედა-შვილმა ყველა საგანი 4.0 GPA-ით დახურა და ისინი დოქტორანტურის გავლასაც ერთად აპირებენ.

„ის ჩემი საუკეთესო მეგობარია, ჩვენი ყველა კურსელი მას „დედას“ ეძახდა“, – ამბობს ელიზაბეთი ალისაზე.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც დუეტმა ერთად დაასრულა საუნივერსიტეტო პროგრამა – მათ ერთობლივად განათლება ხუთი სხვადასხვა მიმართულებით აქვთ მიღებული.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები