ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიით დაინტერესებულ პირთათვის კავკასიის უნივერსიტეტში 19 მაისს, 18 საათზე, სასამართლო დარბაზში საჯარო ლექცია იმართება, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიღწევებსა და გამოწვევებს შეეხება საუნივერსიტეტო სწავლებისა და სამართლის ჭრილში.
ლექციაზე განხილული იქნება, თანამედროვე მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის განვითარების სფეროში არსებული მიღწევები და გამოწვევები.
კერძოდ: ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე მიღწევები, ხელოვნური ინტელექტის კონსერვაციული შესაძლებლობები და ლიმიტაციები, მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი უახლესი პროდუქტები და აპლიკაციები, ტექსტების, ნაშრომების ავთენტურობის შემოწმების საკითხები, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, მათ შორის საავტორო სამართლის საკითხები.
ლექციას კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, სამართლის დოქტორი, გიორგი თუმანიშვილი წარუძღვება.
დასწრების მსურველებმა სარეგისტრაციო ბმული იხილეთ აქ.