შეხვედრა ლიეტუველ მწერლებთან – კავკასიის უნივერსიტეტი

ივენთი

თუ თანამედროვე ლიეტუვურ ლიტერატურას ეტრფი, 15 მაისს შანსი გეძლევა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეაში“ ლიეტუველ მწერლებს შეხვდე.

შეხვედრაზე მოწვეული მწერლები იქნებიან: ბირუტე იონუშკაიტე – პროზაიკოსი, მთარგმნელი, პოეტი, ესეისტი, ლიეტუვის მწერალთა კავშირის თავმჯდომარე; ლაურა-სინტია ჩერნიაუსკაიტე – პროზაიკოსი, პოეტი, ლიეტუვის მწერალთა კავშირის წევრი; კაზიმერა კაზიევაიტე – პროზაიკოსი, საბავშვო ავტორი; დანუტე კალინაუსკაიტე – პროზაიკოსი; ლინა სიმუტიტე – პროზაიკოსი, სცენარისტი, ლიტ. სპექტაკლების რეჟისორი და მთარგმნელი ნანა დევიძე წარადგენენ თანამედროვე ლიეტუველ ქალთა პროზის ანთოლოგიას. შეხვედრას გაუძღვებიან კავკასიის უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტი ლევან კაკლიანი და პროფესორი მარიამ მანჯგალაძე.

შეხვედრაზე დასწრების მსურველებმა, რეგისტრაცია გაიარეთ აქ.

ღონისძიების მხარდამჭერია საქართველოს კალიგრაფიის ასოციაცია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები