კულტურული ფესტივალი ილიაუნიში – CULTURE FEST 2023

ივენთი

11 მაისს, 17 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კულტურული ფესტივალი, Culture Fest 2023 გაიმართება.

ფესტივალზე საერთაშორისო და ადგილობრივი სტუდენტები წარადგენენ იაპონიის, იემენის, ეგვიპტის, ინდოეთის, ირანის, სუდანის, იორდანიის, საქართველოს, პაკისტანისა და პალესტინის ტრადიციულ ტანისამოსს, ცეკვას, სიმღერასა და კერძებს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუდენტთა ორგანიზებით ასევე გაიმართება სხვადასხვა სახის აქტივობები: შეჯიბრებები სამაგიდო თამაშებში, ხნით მოხატვა და ა.შ

ფესტივალი გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის შიდა ეზოში, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/4.

დასწრება თავისუფალია.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები