კონკურსი, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია – კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის მარკეტინგული კვლევების ლაბორატორია, აცხადებს ბიზნეს კვლევების სტუდენტურ კორპუსს: „ბიზნეს კვლევები მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“.
პროექტი რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი. პირველ რიგში, მოხდება რეგისტრირებულ სტუდენტთა შერჩევა. აქვე გეტყვით, რომ რეგისტრაციის ბოლო ვადა 10 მაისია.
მეორე ეტაპი გუნდების ჩამოყალიბებაა – გუნდებს მიეცემათ საკვლევი თემატიკა და ჩაუტარდებათ შესაბამისი ტრენინგები, როგორც კვლევის მეთოდოლოგიასა და ანალიზში, ისე პროექტის წერასა და საკვლევ თემატიკის შესაბამის თემატურ საკითხებში.
მესამე ეტაპია კვლევის შედეგებისა და პროექტების წარდგენა, მონაწილეთა დაჯილდოება.
რეგისტრაციის ბმული იხილეთ აქ.
პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტთა კვლევითი და ანალიტიკური უნარების განვითარებას, გაზარდოს ცნობადობა სტუდენტებში ქვეყნის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის სურსათის დანაკარგების შემცირების საკითხების მნიშვნელობასთან და გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით.