თეთრი სახლი 6G-ის შექმნას აანონსებს – როდის და როგორ დაინერგება ახალი უკაბელო ტექნოლოგია

შემეცნება

თეთრი სახლი პარასკევს, 28 აპრილს, შემდეგი თაობის – 6G უკაბელო ტექნოლოგიის შექმნის სტრატეგიების განსახილველად აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებთან, ბიზნეს ლიდერებთან და აკადემიური საზოგადოების წევრებთან, შეხვედრას გეგმავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ექსპერტთა აზრით, თეთრი სახლის ეს გადაწყვეტილება ჩინეთთან ტექნოლოგიურ ომში გამარჯვებას და აშშ-ის პირველობას ისახავს მიზნად, რადგან 6G ტექნოლოგიას ჯერ კიდევ წლები გვაშორებს. ასევე უნდა ითქვას ისიც, რომ 5G ქსელის მოსახლეობაში დამკვიდრება და გავრცელება ისე არ მოხდა, როგორც ელოდნენ, რადგან როგორც მსოფლიო მოსახლეობის, ისე აშშ-ის დიდი ნაწილი დღემდე 4G სერვისს იყენებს.

„მომხმარებლებისთვის 4G სრულიად დამაკმაყოფილებელია და სწორედ ამიტომ, მათ არ სურთ, რომ ზედმეტი თანხა გადაიხადონ 5G-სთვის, რომელიც შედარებით უფრო სწრაფად მუშაობს“, – ამბობს ლეო გერგსი, ABI RESEARCH-ის ანალიტიკოსი.

ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი, თუ ზუსტად როდის და როგორი იქნება 6G, მაგრამ ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტის და სხვა მაღალი დონის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იგი ამდრომდე არსებულ ყველა ქსელს საგრძნობლად აჯობებს.

ანალიტიკოსთა ნაწილი მიმდინარე მოვლენებს კრიტიკულად უყურებს, რადგან, მათი აზრით, ახლა კიდევ უფრო გართულდება 5G სისტემების გავრცელება მოსახლეობაში, რაც უკაბელო სისტემების ინდუსტრიისთვის საკმაოდ „დელიკატური სიტუაციას“ ქმნის.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები