ახალი რეკორდი – მოსწავლემ 125 უნივერსიტეტიდან 9$ მილიონიანი სტიპენდიის შეთავაზება მიიღო

განათლება

ახალი ორლეანის ერთ-ერთი საშუალო სკოლის დამამთავრებელი კურსის მოსწავლემ, 125 სხვადასხვა უნივერსიტეტიდან მათთან სწავლის შემოთავაზება მიიღო, სტიპენდიების ჯამური თანხა კი 9 მილიონ დოლარს აჭარბებს.

Upi-ს ინფორმაციით, დენის ბარნსმა, 200-მდე სხვადასხვა კოლეჯსა და უნივერსიტეტს მათთან სწავლის სურვილით მიმართა, უკუკავშირი კი 125 მათგანიდან მიიღო.

„კოლეჯში მიღების განაცხადები აგვისტოში წარვადგინე და ვცდილობდი, რომ უნივერსიტეტში მისაღები ქულები გამეუმჯობესებინა, ახლა კი ჩემს საფოსტო ყუთში ასობით სასტიპენდიო წერილია“, – ამბობს ბარნსი.

9 მილიონ დოლარიანი სტიპენდია ნამდვილად ახალი რეკორდია – აქამდე კი ეს ტიტული ნორმად კორმიერს ეკუთვნის, რომელმაც 2019 წელს 8.7 მილიონ დოლარზე მეტი სტიპენდიის შეთავაზება მიიღო.

დენის ბარნსი იმედოვნებს, რომ აპრილის ბოლომდე მისი სტიპენდიების შეთავაზების რეკორდი 10 მილიონ დოლარამდე გაიზრდება. აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული მოსწავლის კუმულაციური ქულა, რაც ამერიკელ მოსწავლეებს უნივერსიტეტში ჩასარიცხად სჭირდებათ, 5-დან 4.98-ია რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

სტუდენტის თქმით, იგი აპირებს, რომ ბაკალავრიატის ორმაგი ხარისხი აიღოს კომპიუტერული მეცნიერებისა და სისხლის სამართლის მიმართულებით, ხოლო უნივერსიტეტებს შორის არჩევანს 2 მაისს გააკეთებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები