Facebook-ი თავის მომხმარებლებს პირადი მონაცემების უნებართვოდ გავრცელების გამო 725$ მილიონს გადაუხდის

შემეცნება

Facebook-ის იმ მომხმარებლებს, რომლებმაც სოციალური ქსელის ანგარიში 2007 წლის 24 მაისიდან, 2022 წლის 22 დეკემბრამდე შექმნეს, შეუძლიათ პლატფორმის მშობელ კომპანია Meta-ს 725 მილიონიანი ფონდიდან კუთვნილი წილის მისაღებად მიმართონ.

შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, თუ რატომ გამოყო Meta-მ კოლოსალურად დიდი თანხები მომხმარებლებისთვის – 2018 წელს, Facebook-მა 87 მილიონი ადამიანის პირად ინფორმაციაზე წვდომა თანხმობის გარეშე გადასცა ანალიტიკურ ფირმას, დონალდ ტრამპის კომპანია Cambridge Analytica-ს.

სამართლებრივი ბრძოლა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2019 წელს დაიწყო, რის შედეგადაც 2023 წლის მარტში კალიფორნიის მოსამართლემ Facebook-ს წინასწარი ვალდებულება დააკისრა, რომ დაზარალებულთათვის ზარალი თანხის სახით აანაზღაურონ.

სამწუხაროდ, Meta მხოლოდ აშშ-ის მოქალაქეებს გადასცემს შესაბამის ანაზღაურებას. ჯერჯერობით ცნობილი არაა, თუ რა თანხას მიიღებს თითოეული ადამიანი, მაგრამ ფული გადანაწილდება იმის მიხედვით, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ჰქონდათ ადამიანებს აქტიური Facebook ანგარიში. თავად კომპანია კი დანაშაულს არ აღიარებს.

Facebook-ისგან ანაზღაურების მისაღებად სარჩელის გასაგზავნი ბმული იხილეთ აქ.

Meta გადახდებს ბოლო სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, 7 სექტემბრიდან დაიწყებს.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები