თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ცენტრსა და პერიფერიებს შორის ურთიერთობის განხილვასთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ საფრანგეთის, საქართველოსა და სხვა ქვეყნების წამყვანი ფრანკოფონული უნივერსიტეტების წარმომადგენლები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის ამ და სხვა მიმართულებით ურთიერთობის გაძლიერებაზე. აგრეთვე ფრანგული ენის სწავლა-სწავლების საკითხზე. ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
კონფერენციაზე მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ორი ქვეყნის ურთიერთობების ისტორიისადმი მიძღვნილი გამოფენა.
ღონისძიება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის ფრანგული ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელობისა და ლილის უნივერსიტეტის გამოყენებითი ენების ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა.