ილიაუნი ფუტსალის ნაკრებში მიღებას აცხადებს

უნივერსიტეტების სიახლეები

თუ ფუტსალის ნაკრებში თამაში გსურს, ეს შენი შანსია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი ილიაუნის ფუტსალის ნაკრებში მიღებას აცხადებს. შერჩეული მოთამაშეები ივარჯიშებენ უნივერსიტეტის სხვა გუნდებთან ერთად და უნივერსიტეტის სახელით მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა შეჯიბრებაში.

ილიაუნის გუნდები მონაწილეობენ როგორც საქართველოს ფუტსალის უმაღლეს ლიგასა და ფუტსალის ლიგა 2-ში, ასევე საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის მიერ გამართულ ჩემპიონატებში.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა, ან გამოცხადდნენ სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტში, F105 ოთახში.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები