ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდი „თსუ“ საქართველოს თასის მფლობელი გახდა.
ფინალურ შეხვედრაში თსუ-მ ბათუმის „ბათუმი“ დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 78:76 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო კალათბურთელად კი თსუ-ელი, კორი ბოუენი დასახელდა.
„თსუ“ საქართველოს თასს მეორედ დაეუფლა, უნივერსიტეტის გუნდი პირველად თასის მფლობელი 2006 წელს გახდა.
მატჩის შემდეგ, თსუ-ის რექტორმა, ჯაბა სამუშიამ გამარჯვება მიულოცა თსუ კალათბურთელებსა და გულშემატკივრებს. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გამარჯვება საუნივერსიტეტო სპორტის, პირველ რიგში, კი თსუ-ის გამარჯვებაა.
„ძალიან ემოციური დღეა. ვულოცავ თსუ-ს ამ დიდ წარმატებას. ეს არის იმ დიდი ტრადიციის გაგრძელება, რომელიც თსუ-ს ათწლეულების განმავლობაში ჰქონდა სპორტის ამ სახეობაში“, – განაცხადა ჯაბა სამუშიამ.