სტუდენტური ფასდაკლებები – სად და რაზე შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი ფასებით

ინფორმერი

დღეს საქართველოში მრავალი კომპანიაა, რომლებიც თავიანთ პროდუქციას სტუდენტებს ფასდაკლებით სთავაზობენ, თუმცა ამის შესახებ ინფორმაცია სათანადოდ არ ვრცელდება, რის გამოც ბევრმა სტუდენტმა არ იცის, რომ კონკრეტული პროდუქტების შეძენისას შეუძლია ფასდაკლებით, ან CashBack აქციით ისარგებლოს. აღნიშნული ფასდაკლებების მიღებაში კი ჩვეულებრივ სტუდენტურ ბარათთან ერთად, საქართველოს და თიბისი ბანკის სტუდენტური ბარათები დაგეხმარებათ.

ჩვეულებრივი სტუდენტური ბარათის მეშვეობით, რომლის აღებაც იუსტიციის სახლში შეგიძლიათ, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის ფასდაკლებით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე კერძო კომპანიებში.

მაგალითად, სტუდენტური ბარათის წარდგენის შემთხვევაში, სტუდენტისთვის განახევრებულ, 50%-იან ფასდაკლების ტარიფებს აწესებენ შემდეგი კულტურული დაწესებულებები:

1.კინოთეატრი CAVEA CINEMAS
2. რუსთაველის თეატრი
3. ილიაუნის თეატრი
4. რკინის თეატრი
5. მარჯანიშვილის თეატრი
6. სამეფო უბნის თეატრი
7. კინოთეატრი ამირანი
8. კინოთეატრი აპოლო

სახელმწიფო სერვისების სრული ჩამონათვალი, სადაც სტუდენტისთვის ფასდაკლებები ვრცელდება შეგიძლიათ იხილოთ აქ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ფასდაკლებები ვრცელდება იმ სტუდენტებზე, რომლებიც ფლობენ სტუდენტურ ბარათს და პირადობის მოწმობაზე დაფიქსირებული აქვთ სტუდენტის სტატუსი.

საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათის შეთავაზებები, ფასდაკლებები და CASHBACK აქციები:

საქართველოს ბანკის შეთავაზებები, შეღავათები, ფასდაკლებები და ქეშბექები მუდმივად განახლებადია, მაგრამ ასევე ვხვდებით მუდმივ შეთავაზებასაც. მაგალითად, თბილისსა და რუსთავში, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათის გამოყენებით 20 თეთრად იმგზავრებთ. ბათუმში 15 თეთრად, ხოლო ზუგდიდში ნახევარ ფასად. აქვე გეტყვით, რომ შეღავათიანი ტარიფი მოქმედებს მხოლოდ ფიზიკური ბარათის გამოყენების დროს, Apple, ან Google Pay-ის შემთხვევაში გადაიხდით სტანდარტულ ფასს. ამასთან ერთად, შეღავათით ისარგებლებთ მხოლოდ იმ ქალაქში, სადაც თქვენი უნივერსიტეტია.

საქართველოს ბანკის სხვა სტუდენტური შეთავაზებები იხილეთ აქ.

თიბისი ბანკის სტუდენტური ნაკრების (ბარათის) შეთავაზებები, ფასდაკლებები და CASHBACK აქციები:

თიბისი ბანკის სტუდენტის ნაკრებს, საქართველოს ბანკის მსგავსად აქვს როგორც მუდმივი, ისე დროებითი შეთავაზებები.

მაგალითად, თიბისი ბანკის სტუდენტური ბარათი საშუალებას გაძლევთ, რომ ქუთაისის და თელავის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას ისარგებლოთ განახევრებული ტარიფით.

თიბისი ბანკის სხვა სტუდენტური შეთავაზებები იხილეთ აქ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები