თუ ხარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე სემესტრის შემდეგი მიმართულების სტუდენტი: ფილოსოფია, არქეოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, ინგლისური, ფილოლოგია, იტალიური ფილოლოგია, ამერიკისმცოდნეობა, ანთროპოლოგია, – მაშინ შენ შანსი გაქვს, რომ ვენეციის კა’ფოსკარის უნივერისტეტში, ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდია მოიპოვო.
პროგრამა ევროკომისიის მიერ ფინანსდება, ხოლო სტიპენდიას კონკურსში გამარჯვებული მოიპოვებს.
მობილობის პერიოდი – 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.
კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი იხილეთ აქ.
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში კი დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდია: 28/03/2023 – 17/04/2023
აქვე გეტყვით, რომ სტიპენდია მოიცავს მიმღებ უნივერსიტეტში რეგისტრაციის გადასახადიდან გათავისუფლებას, ყოველთვიურ სტიპენდიას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით და ორმხრივი საერთაშორისო ხარჯების ანაზღაურებას ევროკომისიის მიერ დადგენილი ნიხრით.
შეგახსენებთ, რომ ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და იტალიაში, ასევე მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან და დარჩენასთან დაკავშირებულ რეგულაციაზე.