CENN და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ევროკავშირის მხარდაჭერით, აცხადებენ სტუდენტურ კონკურსს კლიმატის ცვლილების თემის გარშემო სტატიების მომზადებაზე. კონკურსი ტარდება პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO CAP)” ფარგლებში.
სტატიები უნდა აშუქებდნენ კლიმატის გლობალური ცვლილებების მიერ გამოწვეულ რისკებსა და შედეგებზე საქართველოსთან მიმართებაში. ნაშრომი უნდა ეყრდნობოდეს კვლევას, სტატიების მიმოხილვასა და ანალიზს.
სტატიებისთვის შესაძლო თემების ჩამონათვალი:
კლიმატის ცვლილება და ადაპტაცია
კლიმატის ცვლილება და მიტიგაცია
კლიმატის ცვლილება და ბუნებრივი კატასტროფები
კლიმატის ცვლილება და ბიომრავალფეროვნება
კლიმატის ცვლილება და წყლის რესურსები
კლიმატის ცვლილება და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა
კლიმატის ცვლილება, ენერგოეფექტიანობა და განახლებადი ენერგიები.
მონაწილეების შეფასების ეტაპი დაყოფილია სამ ნაწილად:
1) პირველ ეტაპზე სტატიები შემოწმდება ტექსტში პლაგიატის არსებობაზე და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობაზე. ის სტატიები, რომლებშიც არ აღმოჩნდება პლაგიატი და შესაბამისობაში იქნება ტექნიკურ მოთხოვნებთან, გადავლენ შემდეგ ეტაპზე;
2) მეორე ეტაპზე სტატიებს შინაარსობრივად შეაფასებს კომპეტენტური ჟიური, რომელიც შედგება CENN-ის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან. მეორე ეტაპზე გადასულ ყველა სტატიის ავტორს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი;
3) მესამე ეტაპზე მოხდება 10 ყველაზე მაღალქულიანი სტატიის წარდგენა და გამარჯვებული 3 ავტორის დაჯილდოება (I ადგილი – 1500 ლარი, II ადგილი – 1200 ლარი, III ადგილი – 1000 ლარი).
სტატიის ფორმატი და კრიტერიუმები იხილეთ დანართ 1-ში.
მონაწილეობის მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია და ატვირთონ სტატია 2023 წლის 30 აპრილამდე მოცემულ ბმულზე.
პროექტს ახორციელებს CENN, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდთან (KRDF), ჭიათურელთა კავშირთან (ACU), რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის აგროტურიზმის განვითარების ასოციაციასთან (RLS-ADA) და ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) თანამშრომლობით.
კონკურსის მიზანია, აკადემიურ სფეროში კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და სტუდენტებში მეცნიერული მიმართულების წახალისება.
წყარო: iliauni.edu.ge