საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში 2022-2023 წლის სტუდენტთა გაზაფხულის სემესტრის გარე მობილობის შედგები დღეს, 10 თებერვალს გამოქვეყნდა.
სტუდენტებმა, რომლებმაც მოიპოვეს გარე მობილობის უფლება, ჩამოთვლილ უნივერსიტეტებში უნდა წარადგინონ დოკუმენტაცია შემდეგ ვადებში:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
დოკუმენტაციის მიღება – 10-13 თებერვალი
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14 – 15 თებერვალი;
სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 16 თებერვალი;
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 17 თებერვალი;
მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა – 17 თებერვალი.
დეტალები მობილობასთან დაკავშირებით და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
რეგისტრაცია – 10, 13 და 14, თებერვალის 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
მისამართები:
ა) მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი – ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A303;
ბ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5, ოთახი H118;
გ) სამართლის სკოლა – ილია ჭავჭავაძის გამზ. N32, ოთახი A407;
დ) ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი – ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5 ოთახი E304.
დეტალები მობილობასთან დაკავშირებით და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
რეგისტრაცია – 10 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით. 10:00 საათიდან – 16:00 საათამდე კვირის (12 თებერვლის) გარდა.
მისამართი: თბილისი; კოსტავას 77; ადმინისტრციული კორპუსი; 1-ლი სართული; სტუ-ის კანცელარია.
დეტალები მობილობასთან დაკავშირებით და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.
გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
რეგისტრაცია – 10 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით (11:00 საათიდან 18:00 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა).
უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ (გააქტიურდება 9 თებერვლიდან), უნდა წარმოადგინონ სტუდენტის პირადი საქმის ქსეროასლები.
დეტალები მობილობასთან დაკავშირებით და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
რეგისტრაცია – 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით.
დეტალები მობილობასთან დაკავშირებით და წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა იხილეთ ბმულზე.