ინდონეზიის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს ინდონეზიის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფხურებზე.
KNB-ს სტიპენდიის მისაღებად ბაკალავრიატის საფეხურის კანდიდატების მაქსიმალური ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25, მაგისტრატურის – 35, ხოლო დოქტორანტურის – 40 წელს.
კანდიდატს სტიპენდიის მისაღებად არ უნდა ჰქონდეს ანალოგიური პროგრამის ხარისხი და უნდა ფლობდეს წინა საფეხურის დიპლომს, ბაკალავრიატის შემთხვევაში – სკოლის ატესტატს.
KNB-ს სტიპენდიის მფლობელები ერთი აკადემიური წლის განმავლობაში, გაივლიან ინდონეზიური ენის მოსამზადებელ კურს.
ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის სტიპენდიის ხანგრძლივობა არის 8 სემესტრი, მაგისტრატურის – 4 სემესტრი, ხოლო დოქტორანტურის – 6 სემესტრი.
განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 18 თებერვალი.
განაცხადის წარსადგენად ეწვიეთ ბმულს.
წყარო: iliauni.edu.ge