ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 2023-2024 აკადემიური წლისათვის

გაცვლითი პროგრამები

ჩინეთის მთავრობა აცხადებს სტიპენდიებს 2023-2024 აკადემიური წლისათვის პეკინის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მაგისტრატურის საფეხურის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე – მექანიკური ინჟინერია; კომპიუტერული მეცნიერება და ტექნოლოგიები; საერთაშორისო ორგანიზაციები და გლობალური მმართველობა.

აპლიკანტების მაქსიმალური ასაკი არის 45 წელი, უნდა ჰქონდეთ ბაკალავრიატის დიპლომი და მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება. არ უნდა იყვნენ ჩინეთის მოქალაქეები. შესაბამის პროგრამაზე გამოცდილებს მქონე აპლიკანტებს, უპირატესობა მიენიჭებათ.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 აპრილი.

განაცხადი წარსადგენად ეწვიეთ ბმულს

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულებს:

2023 Youth of Excellence Scheme of China Program Chinese Government Scholarship at Beijing Institution of Technology

Master’s program in International Organizations and Global Governance

Beijing Institution of Technology

კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ პროგრამის ორგანიზატორებს მეილზე – master_phd@bit.edu.cn

წყარო: iliauni.edu.ge

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები