თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტი 105 წლის გახდა. ქართული საუნივერსიტეტო საზოგადოების ალმა მატერში დღეს საზეიმო ღონისძიებები მიმდინარეობს. დაგეგმილია სპორტული დარბაზის გახსნა, თსუ-ს საიუბილეო მარკის პრეზენტაცია და საიუბილეო კონცერტი.
“ეს ის უნივერსიტეტია, რომელმაც 105 წლის წინ ქართულ ენაზე სწავლებითა და ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში პირველი ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას” – ვკუთხულობთ უნივერსიტეტის გვერდზე.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1928 წელს დააარსდა. მთავარი დამაარსებელი ივანე ჯავახიშვილი იყო. იმ დროისთვის, თსუ პირველი უნივერსიტეტი იყო კავკასიაში.