ილიაუნის თეატრში სპექტაკლი „იდეალური ოჯახი’’ გაიმართება

ივენთი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში 4-12 თებერვალს 20:00 საათზე სპექტაკლი „იდეალური ოჯახი“ გაიმართება. სპექტაკლი ვაცლავ ჰაველის პიესის „ვერნისაჟის“ მიხედვით არის შექმნილი და წარმოადგენს კომედიას ერთ მოქმედებად.

„იდეალური ოჯახის“ რეჟისორი დავით ჭახრაკია, ხოლო მსახიობები რუსკა მაყაშვილი, გიორგი გოგუძე და პაატა პაპუაშვილი არიან.

სპექტაკლის პრემიერა პირველად 2019 წლის 30 მარტს შედგა. ღონისძიების მხარდამჭერები თბილისის მერია და Sky Development არიან.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები