საქართველოში სტუდენტები მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლისას შეღავათით აღარ ისარგებლებენ და გამოცდის საფასურის სრული ოდენობის გადახდა მოუწევთ, – ამის შესახებ ინფორმაცია STUDINFO.GE-ს მომსახურების სააგენტოში, 10 ივნისს დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში ჩვენს მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განმარტეს, სტუდენტებისთვის შეღავათი 25 აპრილიდან გაუქმდა.
შემოსავლების სამსახურში არ აკონკრეტებენ რის გამო მოხდა შეღავათის გაუქმება და აღნიშნავენ, რომ შესაბამისი გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე მიიღეს.
აქამდე, სტუდენტი, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდაზე სტუდენტის ID ბარათს წარმოადგენდა, 55 ლარის ნაცვლად, გამოცდაზე გასასვლელად 15 ლარს იხდიდა. თუმცა, ეს ფასდაკლება ერთჯერადი სახის იყო, რაც გულისხმობდა, რომ თუ სტუდენტი პირველ გამოცდაზე ჩაიჭრებოდა, მას შემდეგ მცდელობაზე, სრული თანხის, 55 ლარის გადახდა უწევდა.
შემოსავლების სასმახურის ინფორმაციით, აღნიშნული შეღავათით ახლა მხოლოდ სოციალურად დაუცველის სატატუსის მქონე პირები და არასრულწლოვნები სარგებლობენ.