უკრაინის მოქალაქე 15 სტუდენტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული დაფინანსებით ისწავლის. უნივერსიტეტის ინფორმაციით, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სამოქალაქო ინჟინერიის ინგლისური საბაკალავრო პროგრამა გაიარონ, მათი სწავლის ხარჯებს კი უნივერსიტეტი სრულიად დაფარავს.
უნივერსიტეტი არ საუბრობს, დაუფინანსდებათ თუ არა სტუდენტებს საცხოვრებელი ადგილის ხარჯები, ასევე უცნობია რა პრინციპით მოხდება ჩარიცხული სტუდენტების შერჩევა პროგრამისთვის.
სასწავლო სემესტრის პარალელურად უკრაინელი სტუდენტები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის წევრ კომპანიებში. როგორც STUDINFO.GE-ს ორგანიზაციაში განუცხადეს, სტაჟირების პროგრამა ერთი სემესტრის განმავლობაში გაგრძელდება და სტუდენტები სამოქალაქო ინჟინერიის მიმართულებით დასაქმდებიან. მათ საშუალება ექნებათ იმუშავონ წყლის ინჟინრებად, კონსტრუქტორებად და მეგზევეებად. ორგანიზაციას ჯერ არ გაუნსაზღვრია, თუ რა იქნება დასაქმებული სტუდენტების ანაზღარუება.
პროგრამა 2022-2023 აკადემიური წლის ფარგლებში ჩატარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ:
- რისკის ქვეშ მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ უკრაინაში ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტისა და საშუალო სკოლის კურსდამთავრებულის სტატუსი;
- იმ პირებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველო განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ პროგრამაზე ჩარიცხვის დადგენილ წინაპირობებს.