ლექტორი „ტიკ-ტოკზე“ – „მსურს გავცე ცოდნა და გამოცდილება არამხოლოდ აუდიტორიებში, არამედ იქ, სადაც ახალგაზრდები ატარებენ დიდ დროს“

მხიარული ინფო

„ტიკ-ტოკი“  – სოციალური ქსელი, ვიდეობის გაზიარების ონლაინ-პლატფორმა, სადაც სხვადსხვა შინაარსის ვიდეოების ნახვაა შესაძლებელი, ბოლო წლებში საქართველოშიც საკმაოდ აქტუალურია. თავდაპირველად მას ძირითადად თინეიჯერები იყენებდნენ და უმეტესად გართობისთვის. სულ მალე უფროსებშიც საკმაოდ პოპულარული გახდა და დღეს, ერთი შეხედვით გასართობ პლატფორმაზე, შემეცნებითი სახის ვიდეოებსა და სხვადასხვა სწავლებებს საკუთარი ნიშა უჭირავს. აქ ქართველ ლექტორებსაც ხშირად შეხვდებით.

ერთ-ერთი მათგანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მარკეტინგის კურსის ლექტორი – დავით ჩქოტუაა, რომელიც სახალისო ვიდეოებთან ერთად, სტუდენტებს საინტერესო რჩევებსაც უზარებს.

@davitchkotua

როდის უსმენთ ლექტორს ყურადღებით? #ლექტორი #სტუდენტი #fyp #foryou

♬ Folg whos_moe und 2021 wird dein Jahr – Whos Moe

„ტიკტოკზე აქტიურობა წლის დასაწყისში დავიწყე. ეს პლატფორმა ძალიან კარგი საშუალებაა, მისწვდე უამრავ ადამიანს და გააგონო შენი ხმა. მიუხედავად იმისა, რომ, ხშირად სკეპტიკურად უყურებენ „ტიკ-ტოკს“ მისი კონტენტიდან გამომდინარე, ამ პლატფორმაზე არიან ადამიანები, რომლებიც შემეცნებით და საინფორმაციო არხებს აწარმოებენ. ჩემი გადაწყვეტილებაც სწორედ განათლების სფეროს უკავშირდება – გავცე ცოდნა და გამოცდილება არამხოლოდ უნივერსიტეტის აუდიტორიებში, არამედ იქ, სადაც ახალგაზრდების დიდი ნაწილი ატარებს დროს“, – ამბობს დავით ჩქოტუა STUDINFO.GE-სთან საუბარში.

„ტიკ-ტოკზე“ ვპოზიციონირდები როგორც ლექტორი, რომელიც კითხულობს საგნებს მარკეტინგის და კარიერული განვითარების მიმართულებით. ჩემი კონტენტიც ამ ორ მიმართულებას მოიცავს – ვცდილობ დავეხმარო ახალგაზრდებს კარიერულ წინსვლაში და გავუზიარო ის ცოდნა, რომელიც მარკეტინგის სფეროში საქმიანობით დავაგროვე. ჩემი სამიზნე აუდიტორიაც ასეთია – აბიტურიენტები და სტუდენტები“, – გვიყვება დავითი.

მისივე თქმით, ვიდეოებს სტუდენტებისა და კოლეგების მხრიდან საკმაოდ დადებითი შეფასებები მიჰყვა, ახლა კი უამრავ პირად წერილსაც იღებს, სადაც ახალგაზრდები პროფესიის შერჩევის პროცესში დახმარებას სთხოვენ.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები