რა შეღავათებით სარგებლობენ საქართველოში სტუდენტები – ყველა ნაბიჯი მომსახურებების მისაღებად

აქტუალური

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში 29 362 სტუდენტი ჩაირიცხა. პირველკურსელებს, რომელთაც სწავლა ჯერ არ დაწყებიათ და არც ის არის ცნობილი როგორ ფორმატში მოუწევთ ლექციებზე დასწრება, არაერთი კითხვა აქვთ. მათ შორის არის სხვადასხვა შეღავათიანი ტარიფებისა და მათი მიღების შესახებ კითხვებიც. ავტორიზებულ უმაღლესი სასწავლებელში ჩარიცხული ახალგაზრდები, რომლებიც სტუდენტის სტატუსს ფლობენ, ავტომატურად იღებენ შესაძლებლობას ისარგებლონ ე.წ შეღავათიანი ტარიფებითა და მომსახურებით, როგორც კერძო ისე სახელმწიფო დაწესებულებებში.

EDU.ARIS.GE მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას იმ დაწესებულებებისა და მომსახურების შესახებ, სადაც მიმდინარე ტარიფებით სარგებლობას შეძლებთ და ასევე, გეტყვით რა ეტაპების გავლა მოგიწევთ ამ მომსახურების მისაღებად.

იმისათვის, რომ ისარგებლოთ ფასდაკლებებით აუცილებელია გქონდეს:

სტუდენტის სტატუსი;
სწავლობდეთ აკრედიტირებულ კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტში;
ფლობდეთ სტუდენტურ ბარათს;
პირადობის მოწმობაზე (იგულისხმება ID ბარათი) დაფიქსირებული გქონდეთ სტუდენტის სტატუსი;

სტუდენტურ ბარათს საქართველოს ბანკი გასცემს, პირადობის მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის დამატება კი იუსტიციის სახლის ფუნქციაა.

რა შეგიძლიათ სტუდენტური ბარათით:

1. ისარგებლოთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით – შეღავათიანი ტარიფის საფასური 20 თეთრია;
2. გამოიყენოთ მობაილბანკი, ინტერნეტბანკი, SMS ბანკი, TskAp აპლიკაცია უფასოდ;
3. დააგროოთ PLUS-ები, რომებიც ავტომატურდა გადაიქცევა თანხად და შეძლებთ მიიღოთ ფასდაკლებები სხვადასხვა დაწესებულებებში, რომლებიც თქვენთვის შეღავათიან ტარიფებს აწესებენ.

სერვისების ჩამონათვალი, სადაც სტუდენტს ფასდაკლება აქვს და ფასდაკლებების ოდენობა

სტუდენტური ბარათის აღების პროცედურა შემდეგია: დედაქალაქში აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტმა უნდა მიმართოს „საქართველოს ბანკის“ ნებისმიერ ფილიალს და თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

სტუდენტებს უფლება აქვთ მიიღონ ფასდაკლების ტარიფები სახელმწიფო სერვისებზეც, კერძოდ: იუსტიციის სამინისტროს, სიპ საქართველოოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და საქართველოს რკინიგზის მომსახურებაზე. მაგალითისთვის, მართვის მოწმობის გამოცდაზე სტუდენტის თეორიულ გამოცდაზე პირველადი დაშვების საფასური სტუდენტისთვის 40-ის ნაცვლდა 15 ლარია; თუ კი მატარებლით გადაწყვეტთ მგზავრობას, ბილეთს განახევრებულ ფასად ყიდულობთ.

სახელმწიფო სერვისების ჩამონათვალი, სადაც სტუდენტისთვის ფასდაკლება ვრცელდება

სტუდენტისთვის განახევრებულ 50%-იან ფასდაკლების ტარიფებს აწესებს, ასევე შემდეგი კულტურული დაწესებულებები:

1. კინოთეატრი CAVEA CINEMAS
2. რუსთაველის თეატრი
3. ილიაუნის თეატრი
4. რკინის თეატრი
5. მარჯანიშვილის თეატრი
6. სამეფო უბნის თეატრი
7. კინოთეატრი ამირანი
8. კინოთეატრი აპოლო

შეხსენება: იმისთვის, რომ მიიღოთ შეღავათიანი მომსახურება და ფასდაკლებები, აუცილებელია ფლობდეთ ე.წ სტუდენტურ ბარათს და პირადობის მოწმობაზე დაფიქსირებული გქონდეთ სტუდენტის სტატუსი.

გარდა ზევით ჩამოთვლილი არსებული ტარიფებისა, სტუდენტებისთვის მოქმედებს ყოველკვირეული სპეციალური შეთავაზებებიც, რომელთა ნახვაც საქართველოს განათლების მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებულ გვერდზე შეგიძლიათ.

ასევე იხილეთ:

როდის დაიწყება 2021-2022 სასწავლო წელი უმაღლეს სასწავლებლებში? – ვადები

მოამზადა მზეო შველიძემ

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები