1. შვეიცარიის მთავრობის სტიპენდიები (Swiss Government Excellence Scholarships) საქართველოში მცხოვრებ შვეიცარიაში სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მოიპოვონ სტიპენდიები სადოქტორო, პოსტ-სადოქტორო და სამეცნიერო-კვლევით საფეხურებზე 2022-2023 სასწავლო წლისათვის. შვეიცარიის საელჩოში აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა: 26 ნოემბერი, 2021 წელი.
დამატებითი ინფორმაცია შერჩევის კრიტერიუმებზე და აპლიკაციის პროცედურებზე იხილეთ: www.sbfi.admin.ch/
დამატებითი კითხვებისთვის დაუკავშირდით: [email protected]
2. სამაგისტრო სტიპენდიები დიდ ბრიტანეთში
დაიწყო განაცხადების მიღება 2022-2023 სასწავლო წლის ჩივნინგის სასტიპენდიო პროგრამაზე. ჩივნინგი დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც გაიცემა სრული სტიპენდიები დიდ ბრიტანეთში ერთ წლიან სამაგისტრო პროგრამაზე. სტიპენდია სრულად ფარავს სწავლის, ცხოვრების, მგზავრობის და ვიზის ხარჯებს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2 ნოემბერი, 2021 წელი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს.
3. სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები ჩეხეთში
ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებისთვის 2022-2023 სასწავლო
წლისთვის ჩეხეთში სასწავლებლად გამოყო 22 სრული სტიპენდია.
12 სტიპენდია განკუთვნილია ჩეხურ ენაზე სასწავლო პროგრამებისთვის, ხოლო 10 სტიპენდია – ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის.
სტიპენდიები ითვალისწინებს სასწავლო პროგრამებს შემდეგ სფეროებში: საინჟინრო, სამშენებლო, ეკონომიკა/ფინანსები, სოფლის მეურნეობა, მათემატიკა/სტატისტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, გარემოს დაცვა, ენერგეტიკა.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია გვერდზე.
4. ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდია Miami Ad School Europe-ში
Miami Ad School Europe-ში ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო. Miami Ad School-ი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სკოლაა კრეატიული მიმართულებით. საქართველოს ბანკის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით კი ყოველ წელს ერთ ქართველ სტუდენტს პროგრამაზე სწავლა გერმანიაში სრულად უფინანსდება.
2 წლიანი პროგრამის გავლა შემდეგი მიმართულებებითაა შესაძლებელი:
-Art Direction
-Copywriting
-Creative Technology
შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2021 წლის 31 აგვისტომდე უნდა გადააგზავნონ საკუთარი ნამუშევრები Miami Ad School-ში.
დამატებითი დეტალები სააპლიკაციო პროცესის შესახებ იხილეთ აქ.
5.ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა
გამოცხადდა ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა უსაფრთხოების სფეროში (Rondeli Award for Security Excellence). სტიპენდია მოიცავს 1-წლიან ფინანსურ ჯილდოს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ასევე გახდებიან რონდელის ფონდის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრები (Rondeli Alumni network). დასახელდება 1 სტიპენდიატი.
სტიპენდია განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომელთა ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები (ან მათი მომიჯნავე დისციპლინები).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გააგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
CV (Europass-ფორმატი სასურველია)
ნიშნების ფურცელი უნივერსიტეტიდან
სარეკომენდაციო წერილი
სამოტივაციო წერილი
აკადემიური ესე
დოკუმენტები იგზავნება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
თემის ველში მიუთითეთ “ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდია”.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 20 სექტემბერი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.