მთელ მსოფლიოში დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება დისტანციური დასაქმების ონლაინ პლატფორმები, ეგრედწოდებული „ფრილანსინგი“. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ფრილანსერობა ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება განხორციელდეს, რაც კომფორტული მუშაობის გარანტია. თუმცა, თავისუფლად არის შესაძლებელი პირს ჰქონდეს ძირითადი სამსახური, სადაც სტანდარტული გრაფიკით მუშაობს და ასევე გახდეს ფრილანსერი, გაიჩინოს დამატებითი შემოსავლის წყარო სხვადასხვა ონლაინ პლატფორმებზე მუშაობის შედეგად.
საქართველოში ფრილანსერები სხვადასხვა ქართული საიტებისათვის მუშაობენ, თუმცა ადგილობრივი პორტალების გარდა, საერთაშორისო დონეზე ქართველი ფრილანსერებისათვის პოპულარულია: Upwork – თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ მოცემული ონლაინ დასაქმების პორტალი ერთ-ერთი საუკეთესოა ონლაინ სამუშაოს საპოვნელად, ვინაიდან ნებისმიერი პროფესიის და მიმართულების ფრილანსერს შეუძლია იპოვოს ვაკანსია და შეასრულოს მიღებული შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად.
გარდა Upwork-ისა, პოპულარულია Designhill პლატფორმა,რომელიც პირდაპირ გათვლილია გრაფიკული და ვებ დიზაინზე მომუშავე პირებისთვის.
რაც შეეხება Linkedin პლატფორმას, შეიძლება რეზიუმესაც შევადაროთ, რომელშიც მაქსიმალურად უნდა იყოს აღწერილი განათლების, სამუშაო გამოცდილებისა თუ სხვადახვა ტრენინგების შესახებ, ვინაიდან სამუშაოსთან დაკავშირებით დარეგისტრირებულები შეტყობინებებს ამ პრინციპის მიხედვით იღებენ.
We Work Remotely პლატმორმა, ასევე Desinghill-ის მსგავსად, ნახევარ განაკვეთით ან ფრილანსინგით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს დიზაინთან დაკავშირებულ შეთავაზებებს.
დღესდღეისობით, ფრილანსინგის ყველაზე მოთხოვნადი სფეროებია:
- სარეკლამო ბუკლეტისთვის ტექსტის დაწერა;
- ამა თუ იმ ბრენდის სტილის შექმნა;
- ვებგვერდის შექმნა;
- ტექსტების თარგმნა;
- სტატიების წერა;
- ონლაინ რეპეტიტორი და სხვა.
უამრავი ბენეფიტების შესაბამისად,როგორც უკვე აღინიშნა, ფრილანსერს შეუძლია თავად შეარჩიოს სამუშაო გრაფიკი, ასევე თავად აარჩიოს დამკვეთი, თავი დააღწიოს სამსახურებრივ რუტინას, წესებს და სხვა. ხოლო რაც შეეხება ფულის გამომუშავებას, დამოკიდებულია ფრილანსერის საქმიანობის სფეროსა და გამოცდილებაზე. თუმცა შესაძლო ითქვას,რომ მათი შემოსავალი არც თუ ისე მცირეა.
ავტორი: თინათინ დადუნაშვილი