თუ უნივერსიტეტში თავს მარტოსულად გრძნობ, გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ

სტუდენტური პრობლემები

ხშირად, სტუდენტების უმრავლესობა გაზვიადებული მოლოდინებით უცდის უნივერსიტეტის დაწყებას, თუმცა მოგეხსენებათ, გაზვიადებული მოლოდინებიდან იმედგაცრუებამდე ერთი ნაბიჯია და არც მოსწავლიდან, სტუდენტის სტატუსში კონვერტაციაა გამონაკლისი. უფროსი თაობის მიერ რომანტიზებული 4 წელი დასაწყისში არც თუ ისე საუკეთესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდება ხოლმე. დღეს, STUDINFO.GE გესაუბრებათ, თუ რას ნიშნავს სტუდენტური ცხოვრება და როგორ მოვახდინოთ ამ ცხოვრებაში თვითრეალიზება.

ამერიკელი სტუდენტი ერთ-ერთ პორტალზე წერს:

„ზაფხული გავიდა, ჩემი სამხრეთ-აფრიკული მოგზაურობა დასრულდა. ლიმბოში გამომწყვდეულივით ველოდებოდი რაღაც შეუცნობ, ახალ ეტაპს ჩემს ცხოვრებაში.

სოც. მედიაში ჩემი უფროსკურსელი მეგობრებიც ძალიან აქტიურად აზიარებდნენ თავიანთი აქტიური ცხოვრების ამსახველ ფოტო-მასალას. ფოტოებზე კომენტარების რაოდენობითაც კი მიხვდებოდით მათი სოციალიზაციის პიკურ ზღვარს. ვფიქრობდი უნივერსიტეტის დატოვებაზეც. დიახ, უბრალოდ აუტანელი იყო იმის მოსმენა, რომ აქ, ამ კედლებში, რომლებიც ციხესავით მეჩვენებოდა, ცხოვრების საუკეთესო წლები უნდა გამეტარებინა და „აუცილებლად“ უნდა ავყოლოდი სტუდენტური ცხოვრების რიტმს, რომელიც რეალურად, ჩემთვის არც კი არსებობდა.

5 თვის შემდეგ: კამპუსში, ჩემს ვიწრო ოთახში მივჩერებივარ ლეპტოპს.  საკუთარ მარტოობას ვუსმენ და ვსვამ კითხვას: როგორ ამოვიდე ხვრელიდან? მხოლოდ ვმეცადინეობ, უბრალოდ გაჭედილი ვცხოვრობ. ეს პარადოქსი ჭრილობებზე მარილის მოყრას გავს.

გადის 7 თვე: ყველაფერი ნელ-ნელა ლაგდება. წვეულებებიდან ადრე აღარ მოვდივარ, სპორტისა და კინემატოგრაფიის კლუბში გავწევრიანდი. არავინ ამბობს, რომ მარტივია. თავიდან შენი ინტერესების მსგავსს ვერავის პოულობ და კიდევ უფრო გიძლიერდება მარტოობის განცდა, თუმცა ჰოპ, ვიღაც  შენს საყვარელ მუსიკალურ ჟანრს უსმენს, ჰოპ, ლიტერატურის მოყვარულებიც გამოჩნდნენ, არ არსებობს – „ანდერგრაუნდ’“ მუსიკასაც უსმენენ?

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ რამდენიმე თვის მერე ძალიან თავდაჯერებული გავხდი. ადამიანებთან კომუნიკაციისას მე ვიყავი მათთან, და არა ისინი ჩემთან ანუ არასოდეს დამიკარგავს ინდივიდუალიზმი. წესი N1 – სოციალიზაცია არ ნიშნავს ინდივიდის ასიმილაციას საზოგადოებასთან.”

ხო, და  კიდევ,  თუ თქვენც გგონით, რომ ცხოვრების ამ ახალ ეტაპზე გადასვლა თავიდანვე სახალისო და მრავალფეროვნი იქნება თავს ნუ მოიტყუებთ, მსოფლიოში სტუდენტების  50% მაინც ებრძვის ზემოთ აღწერილ მდგომარეობას, სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რათა ცოტათი მაინც გაგიმარტივოთ საუნივერსიტეტო სოციალიზაციის პროცესი.

  • ეცადეთ დაუახლოვდეთ ადამიანებს

იმ შემთვევაშიც, თუ აღნიშნული ძალიან ეწინააღმდეგება თქვენს პიროვნებას, გახსოვდეთ, რომ უმაღლესი განათლების მიღება გრძელი და დაბრკოლებებით სავსე გზაა, ხოლო, ამ უსწორმასწორო გზაზე  სასიამოვნო მეგზურობას შენივე კურსელი თუ გაგიწევს.

  • არ არის აუცილებელი მხოლოდ ერთ სამეგობრო წრე გყავდეს

გაიცანი რაც შიძლება მეტი ადამიანი. ერთი და იმავე ადამიანებთან კომუნიკაცია ხშირად ძალიან მოსაბეზრებელია.

  • დრო დაუთმე მენტალურ ჯანმრთელობას

ივარჯიშე, გააკეთე იოგა – აუცილებელია საკუთარი თავი განათავისუფლო ყოველდღიური ჭუჭყისაგან.

  • გახსოვდეს, რომ მარტო არ ხარ

მარტოობისა და გაუცხოების გრძნობა ნებისმიერი ადამიანისათვის ძალიან ნაცნობი განცდაა. როცა იცი, რომ შესაძლოა შენს გვერდით ოთახში ვიღაც იმავეს განიცდის, გაცილებით მარტივი ხდება შფოთვასთან გამკლავება.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები