10 ყველაზე ლამაზი ვიზუალის მქონე უნივერსიტეტი მსოფლიოში

S - მთავარი სლაიდერი

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ სასურველი უნივესიტეტის ძიებისას ერთადერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმი სწავლის ხარისხია, ალბათ არც არავინ არჩევს უმაღლეს სასწავლებლებს ესთეტიური სილამაზით, თუმცა სასიამოვნო გარემოში განათლების მიღება ერთგვარ დამატებით ღირებულებად შეიძლება განვიხილოთ. STUDINFO.GE-მ მოიძია ის 10 უნივერსიტეტი, რომელიც გარდა ხარისხიანი განათლებისა, არქიტექტურის ეშელონებსაც იპყრობს.

  • Heidelberg University, გერმანია

Heidelberg University 1386 წელს გერმანიაში დაარსდა. ის არათუ გერმანიაში, არამედ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძველი უნივერსიტეტია და დღემდე, ამ მოდერნისტულ გარემოშიც ინარჩუნებს ბაროკოულ ვინტაჟურობასა და ოროიგინალურობას. გარდა ამისა, სწორედ მისი აუდიტორიებიდან იშვა 29 ნობელის ლაურიატი.

  • Sorbonne University, საფრანგეთი

სორბონას უნივერსიტეტი მე-12 საუკუნის მეორე ნახევარში დაარსებული ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. ის დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ და პრესტიჟულ უნივერსიტეტად. მისი სტუდენტ-მასწავლებლებიდან მრავალი ნობელის პრემიის ლაურეატი და დასავლური ტრადიციების მიმდევარი უდიდესი ინტელექტუალი, პოლიტიკური თეორეტიკოსო, მეცნიერი, ინჟინერი, ექიმი, თეოლოგი თუ ხელოვანი გამოსულა. სორბონა პარიზული ესთეტიკის ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა.

  • Flagler College, აშშ

ფლაგლერის კოლეჯში, რომელიც ფლორიდაში, ზღვისპირა  სენტ-ავგუსტინში მდებარეობს სტუდენტები ლიბარტს ეუფლებიან. მთავარი შენობა რენესასნსისეული კრემისფერი და წითელი აგურის კონსტრუქციაა, თაღოვანი ფანჯრებითა და დახრილი სახურავებით დაბოლოვებული. იგი თავდაპირველად 1800-იან წლებში, მარმარილოს მბრუნავი კიბეებითა და ჭაღებით დატვირთული სასტუმრო იყო, რომელიც მოგვიანებით გადაკეთდა კოლეჯად. შენობას ამშვენებს პალმის ხეები და შადრევნები, რომლებიც მთელ მის 19 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს.

  • Royal Roads University, კანადა

ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის მთავარი შენობა ციხე-კოშკია, ამ ჩამონათვალში მისი არსებობის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ჰეტლის ციხე  მდებარეობს ჰეტლი პარკის ისტორიულ ადგილას, მთავარ შენობაში გადაღებულია მთელი რიგი ფილმები, მათ შორის X-Men Franchise და Deadpool. საუნივერსიტეტო კამპუსი, რომელიც მოიცავს 260 ჰექტარ პარკინგს, მოიცავს საფეხმავლო და საველოსიპედე ბილიკებს, იაპონურ ბაღას და გთავაზობთ ხედებს ახლომდებარე ოკეანესა და ოლიმპიური მთის ქედზე.

  • University of Otago, ახალი ზელანდია

ოტაგოს უნივერსიტეტი  მდინარე ლეითის ნაპირას თითქოს სიმწვანეში იკარგება. კამპუსის ბუნებრივ სილამაზესთან ერთად, შენობები წარმოადგენს ნეო-გოთური სტრუქტურებისა და მოდერნისტული შენობების ნაზავს. უნივერსიტეტი დაარსდა 1869 წელს და ითვლება ახალი ზელანდიის პირველ უნივერსიტეტად.

  • The Hong Kong University of Science and Technology, ჰონგ-კონგი

აღნიშნული უნივერისტეტი მდებარეობს წმინდა წყლის ყურის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში საი-კუნგის რაიონში, ფირუზის ყურის პანორამული ხედებით. კამპუსი ფერდობზე მდებარეობს, ხოლო შენობები და ობიექტები აგებულია ტერასებზე, რომლებიც მთის კალთაზეა გამოკვეთილი. აკადემიური დაწესებულებები ზედა ტერასებზეა, ხოლო საცხოვრებელი ადგილი და სპორტული დარბაზები ზღვის პირას მდებარეობს.თავად კამპუსის შენობები ერთნაირად თეთრია და მთვარის ფორმის მსგავსად, რკალურად ერტყმის მთავარ ცენტრალურ  შენობას.

  • University of Catania, სიცილია

კატანიის უნივერსიტეტი ხმელთაშუაზღვის კუნძულ სიცილიაზე მდებარეობს და კუნძულის მთავარი უნივერსიტეტია. დაწესებულების მთავარი შენობა ყურადღებაას თოვლივით თეთრი რენესანსის სტრუქტურით იპყრობს, რომელიც თავდაპირველად  მონასტრის სახით აშენდა. უნივერსიტეტის დანარჩენი შენობები მიმოფანტულია მთელ ქალაქში, რასაც კუნძულის დანარჩენი ულამაზესი არქიტექტურა ერთ მთლიანობაში მოყავს.

  • Shoolini University of Biotechnology and Management Sciences, ინდოეთი

შულონის ბიოტექნოლოგიისა და მენეჯმენტის მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ინდოეთში, ჰიმაჩალ-პრადეშის პროვინციაში ჰიმალაის მთაშია ჩაშენებული, ვინაიდან, ის ორჯერ მეტ ენერგიას აწარმოებს, ვიდრე მოიხმარს, იგი ინდოეთის ერთ – ერთ ყველაზე მწვანე საუნივერსიტეტო კამპუსად ითვლება.

  • Monterrey Institute of Technology, მექსიკა

მონტერეის ტექნოლოგიურ ინსტიტუტი არქიტექტურული ფანტაზიის მწვერვალია. მისი კონსტრუქციები, ქვეყნის მასშტაბით, გაფანტულია 36 კამპუსში. დაარსდა 1943 წელს ადგილობრივი ბიზნესმენების ჯგუფის მიერ, ლათინურ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო უნივერსიტეტია. სკოლა ამაყობს 90,000-ზე მეტი სტუდენტით საშუალო სკოლის, ბაკალავრიატისა და ასპირანტურის დონეზე.

  • KU Leuven, ბელგია

კიდევ ერთი შუა საუკუნეების ინსტიტუტი KU Leuven ყველაზე ძველი კათოლიკური უნივერსიტეტია მსოფლიოში. უნივერსიტეტის მდიდარი ისტორია გვხვდება მის შენობებში და ზოგჯერ ძნელია გაიგო თუ სად მთავრდება უნივერსიტეტი და საიდან იწყება ქალაქი, ისინი ერთმანეთთან ძალიან მჭიდრო კავშირში არიან. რენესანსის რესტავრირებული შენობა, რომელშიც განთავსებულია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, წარმოადგენს უნივერსიტეტის ცენტრალურ ნაწილს, გარშემორტყმული უცნაური ქვაფენილიანი ქუჩებითა და მწვანე პარკებით.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები