სტუდენტობა ერთ-ერთი ყველაზე მრავალფეროვანი, თუმცა ამავდროულად ბევრი დაბრკოლებებითა და გამოწვევებით სავსე პერიოდია. სწორედ ამ პერიოდში გვიწევს ერთდროულად ვისწავლოთ, ვიმუშაოთ და გავერთოთ. ერტი სიტყვით, შევქმნათ ამ სამი კომპონენტის იდეალური ბალანსი და მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ჩვენი ცხორების სტილისიგან. STUDINFO.GE-მ გადაწყვიტა მკითხველისათვის ის იუთუბ-არხები გაეზიარებინა, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ბალანსის პოვნასა და ამავდროულად, დროის ნაყოფიერად გატარებაში დაეხმარებათ.
- Mariana’s Corner
რამდენიმე წელია, რაც მარიანა იუთუბზე აქტიური ცხოვრების დაგეგმარებასა და მისი გამარტივების შესახებ საუბრობს. აქ შეხვდებით რჩევებს რთულ გამოცდებთან გასამკლავებლად, ესეების წერის ტექნიკების დასახვეწად და ხრიკებს უნივერსიტეტის ნიშნების გასაუმჯობესებლად.
- Andrew LaCivita
ენდრიუ წამყვანი ქოუჩი, ტრენერი და ბლოგერია. მან ცხოვრებისეულ მიზნად ადამიანებისათვის საკუთარი პოტენციალის დანახება და მათთვის სწორი ცხოვრებისეული მიმართულებების მიცემა დაისახა. ენდრიუს გამოცდილება ნამდვილად ფასდაუდებელია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველ ნაბიჯებს დგამს პროფესიულ სივრცეში.
- Linda Raynier
ლინდა, სტუდენტებს და არამარტო, კარიერის სწორად შერჩევას, დამსაქმებლებთან ურთიერთობასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავების გზებს ასწავლის. მისიდახმარებით 200-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა მაღალ პოზიციებზე .
ვფიქრობთ, არც ცოტა განტვირთვა გვაწყენდა, მითუმეტეს თუ საქმე საერთაშორისო უნივესიტეტების შიდასამზარეულოსა და სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებას ეხება. ქვემოთ მოგიყვებით იმ იუთუბერებზე, რომლებიც საკუთარ ვიდეოებში ცნობილი უნივერსიტეტების შიდასამზარეულოსა და რიტმს გვანახებენ.
- Film by zeb, University of Cambridge, UK
Film by zeb არის კემბრიჯის უნივერსიტეტის დოკუმენტალისტიკი. ზები არის კომპიუტერული მეცნიერებების მეოთხე კურსის სტუდენტი. მისი ვიდეოები კრეატიულობით, რეალურობითა და გარკვეულწილად მდიტაციურობით გამოირჩევა. ის აფიქსირებს ყველაფერს – დაწყებული სტუდენტური ცხოვრებიდან, დამთავრებული მენტალური ჯანმრთელობით. ზები საკუთარ ვიდეოებშ გვიყვება დაგეგმვარების ხელოვნებაზე, პროდუქტიულობის შენარჩუნებასა და უნივერსიტეტის კედლებიდან დასაქმების ბაზარზე სწორად გადასვლაზე.
- Renée Kapuku
რენემ ოქსფორდის დასრულების შემდგომ სწავლა ჰარვარდში განაგრძო, სადაც ის სრული დაფინანსებით საერთაშორისო განათლების განხრით სწავლობს. მისი ვიდეობი სამოტივაციო და ინფორმაციულია. ის გვიყვება თავის სტუდენტურ გამოცდილებაზე ამერიკაში, უნივერსიტეტში სწავლის სირთულეებსა და გამოწვევებზე – ერთი სიტყვით, გვიზიარებს ყველა იმ დეტალს, რომელიც შესაძლოა მომავალმა სტუდენტებმა სწავლის გაგრძელების ეტაპზე გაითვალისწინონ .
- The StudyTube project
რამდენიმე ცნობილი სტუდენტი იუთუბერის საინტერესო კოლაბორაცია, რომელიც პანდემიის პერიოდში შეიქმნა და დღემედე უამრავ საინტერესო თემა მოიცვა. ეს იუთუბერები საკუთარი სტუდენტური ცხოვრების ნაცვლად, საკუთარ ვიდეოებში სხვადსხვა აკადემიურ-ზოგად საკითხებზე საუბრობენ, როგორიცაა პოლიტიკა, რელიგია, ეკონომიკა და ა.შ.
ავტორი: ნინო მამაცაშვილი