მოიპოვე სტიპენდია იაპონიაში, ჩინეთში ან სამხრეთ კორეაში

გაცვლითი პროგრამები

დღესდღეისობით თანდათან უფრო საინტეერსო და მოთხოვნადი ხდება აღმოსალეთ-აზიური განათლების სიტემა, სწორედ ამიტომ, STUDINFO.GE-მ თავი მოუყარა იმ რამდენიმე სასტიპენდიო პროგრამას, რომელიც ქართველ სტუდენტებს აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში სწავლის გაგრძელების საშუალებას მისცემს. მაშ ასე, ეს პროგრამებია:

იაპონია

  • MEXT Scholarship for 2022 Embassy Recommendation

აღნიშნული პროგრამა, რომელიც წარმოადგენს იაპონიის განათლების სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტს, აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებს საშუალებას აძლევს ჩაერთონ 5 წლიან სასწავლო პროგრამაში, რომლის პირველი წელი დაეთმობა იაპონური ენის კურსებს.

დამატებითი ინფორმაციისა და სააპლიკაციო ბმულის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

  • Scholarships by JASSO

Monbukagakusho Honors Scholarship for Privately-Financed International Students აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას იაპონიის უნივერსიტეტის მიერ მიღებულ აპლიკანტებზე. სააპლიკაციო ფორმა იგზავნება ჯერ კონკრეტულ უნივერსიტეტთან, ხოლო შემდგომ უნივერსიტეტი უგზავნის JASSO-ს კონკრეტული აპლიკანტის რეკომენდაციას. იხილეთ სააპლიკაციო ბმული.

ჩინეთი

  • Schwarzman Scholars

ერთ წლიანი სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა ჩინეთში, ბეიჯინგში-Tsinghua University-ში, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების ლიდერული უნარ-ჩვევებისა და  გეოპოლიტიკური მსოფლმხედველობის ჩამოყალიბებას. აღნშნული პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მაგისტრის ხარისხი შემდეგ სფეროებში: საჯარო მართვა, ეკონომიკა, ბიზნესი, საერთაშორისო მეცნიერებები.

დამატებითი ინფორამციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 2021 წლის 21 სექტემბერი.

  • MOFCOM scholarship-china

აღნიშნული პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებს საშუალებას აძლევს მაგისტრის ხარისხი მიიღონ ჩინეთის რომელიმე წამყვან უნივერისტეტში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

კორეა

  • Global Korea Scholarship

სამხრეთ-კორეის მთავრობის მიერ დაფინანსებული ყოველწლიური სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე კორეის პერსტიჟულ უნივერსიტეტებში სსწავლის გაგრძელების საშუალებას გაძლევთ. დაფინანსება ვრცელდება 4 აკადემიურ წელზე.

სააპლიკაციო ფორმისა და დამატებითი ინფორმაციის სანახავად ეწვიეთ ბმულს.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები