სასტიპენდიო პროგრამები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში

განათლება
  • სრული სტიპენდია ბიზნეს ადმინისტრირების პროგრამაზე

ესტონეთის მეწარმეობის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს მოქალაქეთათვის, სამაგისტრო საფეხურზე სწავლისთვის სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.

სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში განაცხადის წარდგენა შესაძლებელია საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების 2 წლიანი სამაგისტრო პროგრამისათვის.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 31 ივლისი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

  • სამაგისტრო პროგრამები ტალინის უნივერსიტეტში

ტალინის უნივერსიტეტის მართვის, სამართლისა და საზოგადოების სკოლა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს საქართველოს მოქალაქეთათვის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის მიზნით სრული სტიპენდიის მოსაპოვებლად.

სასტიპენდიო პროგრამზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია შემდეგი მიმართულებებით:

  • ადამიანის უფლებები ციფრულ საზოგადოებაში
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • სოციალური მეწარმეობა.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივლისი.

სტიპენდია მოიცავს სწავლის გადასახდს და ასევე ცხოვრების ხარჯებს (ყოველთვიურად 300 ევროს 2 წლის განმავლობაში)

დამატებითი ინფორმაცია საკონკურსო პროცედურების შესახებ იხილეთ ბმულზე

  • სასტიპენდიო პროგრამები ყაზახეთში

ყაზახეთის სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში გამოცხადდა მიღება 2021-2022 აკადემიური წლისათვის. სტიპენდიის მოპოვება შესაძლებელია  ბაკალვრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის საფეხურზე.

სტიპენდიის ფარგლებში ანაზღაურდება სწავლის საფასური და გაიცემა ყოველთვიური სტიპენდია. ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებულია მასპინძელ უნივერსიტეტსა და პროგრამაზე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივლისი.

განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ყაზახურ, ინგლისურ ან რუსულ ენებზე.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს

  • საპარლამენტო სტიპენდია გერმანიაში

გერმანიის ბუნდესთაგი ბერლინის უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS)“ ფარგლებში ყოველ წელს, დაინტერესებულ ახალგაზრდებს აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.

თუ ხართ ოცდაათ წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქე, თავისუფლად საუბრობთ გერმანულად და ხართ პოლიტიკით დაინტერესებული, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვის არის.

პროგრამა გრძელდება 2022 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე.

განაცხადების გაგზავნა შესაძლებელია 2021 წლის 31 ივლისამდე შემდეგ მეილზე: ips@tifl.diplo.de (PDF-დოკუმენტის სიდიდე არ უნდა აღემატებოდეს 15 მბ-ს.)

დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე

  • სამაგისტრო სტიპენდიები გერმანიაში ყველა სპეციალობისთვის

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) გთავაზობთ სამაგისტრო სტიპენდიებს გერმანიაში ყველა სპეციალობისთვის. პროგრამის მიზანია გამორჩეულმა სტუდენტებმა, რომლებმაც სტიპენდიის დაწყების მომენტში დაასრულეს სწავლის პირველი ეტაპი (Bachelor, Diplom or comparable academic degree), შეძლონ სწავლის გაგრძელება გერმანიაში.

სტიპენდიანტები მიიღებენ თვეში 861 ევროს.

სტიპენდიის ხანგრძლივობაა 10-დან 24 თვემდე, რაც დამოკიდებულია არჩეული კურსის ხანგრძლივობაზე.

სტიპენდიები გაიცემა არჩეული კურსის სწავლის სტანდარტული პერიოდის განმავლობაში (მაქსიმუმ 24 თვე). ორწლიანი კურსების შემთხვევაში, სწავლის პირველი წლის შემდეგ სტიპენდიის გაგრძელების საკითხი, განვლილი კურსის მიღწევებით გადაიჭრება. პირველი წლის წარმატებით დასრულების შემთხევავაში სტიპენდია ავტომატურად გაგრძელდება.

განმცხადებლებს, რომლებიც განაცხადის გაკეთებისას უკვე გერმანიაში 2 წლიანი სამაგისტრო კურსის პირველ კურსს გადიან, შეუძლიათ სწავლის მეორე წლის სტიპენდიის მისაღებად განაცხადონ. ამ შემთხვევაში, სტიპენდიის გახანგრძლივება გამოირიცხება.

სააპლიკაციო დოკუმენტები:

  • ონლაინ განაცხადის ფორმა;
  • CV; (მაქსიმუმ 3 გვერდი)
  • სამოტივაციო წერილი; (1-3 გვერდი)
  • Zulassung zum Studiengang – გერმანიის ერთი-ერთი უნივერსიტეტისგან, უნივერსიტეტში მიღების დადასტურების ცნობა;  (წარდგენა შესაძლებელია სტიპენდიის დაწყებამდე, თუ ის ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი განაცხადის გაკეთების დროს).~

ენის ცოდნა – უნივერსიტეტში ადგილის მისაღებად და ასევე სტიპენდიის მისაღებად უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ენის სერთიფიკატი (თუ სასწავლო ენა არის გერმანულიმაგ – DSH ან TestDaF. თუ სასწავლო ენა ინგლისურია – მაგ. TOEFL ან IELTS).

ანაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 30 ოქტომბერი 2021

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე

  • ერთწლიანი სასწავლო პროგრამა ამერიკაში

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს ყოველწლიურ კონკურსს Hubert H. Humphrey  სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამა განკუთვნილია გამოცდილი ახალგაზრდა და საშუალო კარიერის საფეხურზე მყოფი ლიდერებისათვის. პროგრამა ერთწლიანია და მომავალ ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას გაიზიარონ ამერიკული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით.

სწავლა შესაძლებელია ამერიკული მხარის მიერ შერჩეულ 13 კამპუსში. სტიპენდიით ასევე გათვალისწინებულია პროფესიული ვიზიტები, ტრენინგები და  კონფერენციები.

სასტიპენდიო პროგრამა ანაზღაურებს საერთაშორისო მგზავრობის, სასწავლო გადასახადისა და აშშ–ს უმაღლეს სასწავლებელში ყოფნასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯებს, უბედურ შემთხვევათა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ყოველთვიურ გადასახადს არსებობისათვის აუცილებელი მოთხოვნილებებისათვის, აგრეთვე წიგნების შეძენისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო თანხებს.

დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადაა: 26 ივლისი 2021 წელი

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე

  • ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში დაიწყო საბუთების მიღება 2022-2023 აკადემიური წლის ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო პროგრამაზე.

სასტიპენდიო პროგრამა ითვალისწინებს ა.შ.შ.-ის უნივერსიტეტების სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის სრულ დაფინანსებას ყველა დისციპლინაში, მათ შორის ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში.

აპლიკაციები მიიღება: 2021 წლის 1 აგვისტოს 18:00 საათამდე.

განმცხადებლებმა ელექტრონულად უნდა შეავსონ ფულბრაიტის სამაგისტრო სასტიპენდიო განაცხადი.

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები