სწავლების თანამედროვე მეთოდები

ინფორმერი

ალბათ  გასაკვირი არ არის, რომ ტექნოლოგიური ძვრების ერა, თანამედროვე განათლების კვალდაკვალ მოითხოვს სიარულს და არა მხოლოდ ტექნოლოგიური განვითარების საუკუნემ, არამედ მიმდინარე გლობალურმა ვირუსმაც შეუწყო ხელი განათლების სისტემის შემქმნელებს ეფიქრათ, რომ ეფექტური, გამარტივებული მეთოდებით სახლიდან გაუსვლელად უწყვეტი განათლება მიეწოდებინათ მოსწავლეებისა თუ სტუდენტებისათვის და არა მარტო მათთვის. აქედან გამომდინარე, STUDINFO.GE შეეცდება სწავლების მნიშვნელოვან და ყველაზე პრაქტიკულ მეთოდებზე გესაუბროთ.

  • გამდიდრებული სწავლება

აღნიშნული მეთოდი გამოყენებადია სწავლების გამდიდრებისა და გამრავალფეროვნების მიზნით, ტექნოლოგიების გამოყენებით. როდესაც შემსწავლელებს არ შეუძლიათ ერთსა და იმავე დროს იყვნენ ერთსა და იმავე ადგილას, თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლდეს მსგავსი სიტუაცია ვირტუალური რეალობით და მათ უპრობლემოდ შეეძლოთ განათლების მიღება.

  • მადლიერება,როგორც პედაგოგიკის მეთოდი

მადლიერება,ზოგადად აღიარებული სიკეთეა, თუმცა პედაგოგსა და მოსწავლეს შორის თუ მოსწავლეთა და სტუდენტთა შორის ურთიერთობაშიც აპრობირებულია ჯანსაღი ურთიერთობების დასამკვიდრებლად და გასაღრმავებლად. აღსანიშნავია, რომ ეს მეთოდი სტუდენტებს მეტად ეხმარებათ იმაში, რომ უფრო ფოკუსირებულნი იყვნენ სწავლაზე, იყვნენ მეტად მოტივირებულები პიროვნულად. დადასტურებული ფაქტია, რომ მეთოდი დადებით გავლენას ახდენს  სამიზნე ჯგუფის კეთილდღეობასა და  მენტალურ ჯანმრთელობაზე.

  • ტექსტური შეტყობინებების გამოყენება სწავლებაში

ჩეთბოტების გამოყენებით შესაძლებელია პასუხის გაცემა კითხვებზე სახელმძღვანელოების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ როცა მასწავლებელი არ არის თავისუფალი ან არ შეუძლია დაეხმაროს მოსწავლეებს, თავად მოსწავლეებს შეუძლიათ პროგრესირდნენ აღნიშნული პროცესის გარშემო და დავალებებს თავი მარტივად გაართვან.

  • ჰიპ-ჰოპზე დაფუძნებული სწავლება

ჰიპ-ჰოპზე დაფუძნებული განათლება აქცენტს აკეთებს ჰიპ-ჰოპის გამოყენებაზე, როგორც მუსიკალური ჟანრის, კულტურის და ხელოვნების. ამ დროს იყენებენ  ელემენტებს, როგორიცაა რეპის მუსიკალური ტექსტები, ვიდეო, გრაფიტი და ბრეიქდანსი. სასწავლო პროგრამები სწავლის პროცესში უზრუნველყოფს კულტურულად შესაბამის მიდგომას, რომელსაც შეუძლია მარგინალიზებული ჯგუფების გაძლიერება, წახალისება და მოტივაციის ამაღლება.

  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული სწავლება

მტკიცებულებებზე  დაფუძნებული სწავლება ეხება პირველ რიგში, კვლევის გამოყენებას. მტკიცებულებები სხვადასხვა საკითხზე გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საუკეთესო პედაგოგიური მიდგომაა. ეს გადაწყვეტილებები შეიძლება ეხებოდეს სწავლების რომელიმე  სტრატეგიას, რომლის მიხედვითაც სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა აირჩიოს მასზე მორგებული ფორმატი, შეაფასოს სწავლების ეფექტურობა და მოცემული ფორმატით დაამტკიცოს საკუთარი შეხედულება.

ავტორი: თინათინ დადუნაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები