8 ივენთი, რომელიც 2021 წლის ზაფხულის ცხელ დღეებს გაგიფერადებთ

აქტუალური

ზაფხული თითქმის ყველასთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებსათვის საკრალურ ხასიათს ატარებს. ჯერ კიდევ ზამთარში იწყება ხოლმე ზაფხულის სეზონის დეტალური დაგეგმვა, სხვდასხვა გასართობი ღონისძიებების ძიება და დანაზოგის გაკეთება. დღეს, კოვიდ-პანდემიის ფონზე კიდევ უფრო მეტად ნოსტალგიური გახდა საზაფხულო ივენთები და ფესტივალები, ვინაიდან გაცილები იკლო მათმა რაოდენობამ, თუმცა STUDINFO.GE-მ მაინც შეძლო თქვენთვის შეეგროვებინა ის 8 მუსიკალური ღონისძება, რომელიც ზაფხულის ცხელი დღეების გაფერადებასა და გაგრილებაში დაგეხმარებათ.

  • CLOSED FACTORY • მწვანე კონცხზე

Closed Factory- შავი ზღვის სანაპიროზე მიემგზავრება!

3 ივლისს, მზის ჩასვლისას მწვანე კონცხის მაგიური სანაპირო გიმასპინძლებთ! ტალღები აყვებიან ელექტრონული მუსიკის რიტმს,
ზღვა, ხმელეთი, ბუნება, ცა, ერთმანეთს შეერწყმება, გამთენიისას მზესთან ერთად იკაშკაშებთ და ყველანი ერთად სიყვარულს, ზაფხულს და თავისუფლებას ვიზეიმებთ!

დაგხვდებიან:

  • Hamatsuki
  • Zurkin
  • Kura- end

ღონისძიებაზე იმოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვა: +20

  • At Monkey CERRONE dj • Tobako Tween • Zurkin

9 ივლისს მანქის ორგანიზებით კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე  გაიმართება მუსიკალური ივენთი, რომელზეც დაგხვდებიან:

  • CERRONE
  • Zurkin – „vodkast“ სტუდიის დამაარსებელი
  • Tobako Tween – Erekle Tabukashvili. ერეკლე ჰაუს მუსიკის შექმნითაა დაკავებული. მის ინდივიდუალიზმს ხშირად ამოიცნობთ მტკვარზე, კაფე-გალერიში, დრამა ბარსა და ა.შ.

ღონისძიებაზე იმოქმედებს ასაკობრივი შეწღუდვა +21.

  • Magnetic Events – მუსიკის ფესტივალი რაჭაში, შოვში

9-10 ივლისს შოვი Magnetic Events – ის ორგანიზებით გამართულ მუსიკალურ ფესტივალს უმანსპინძლებს, რომელზეც თქვენს განწყობაზე იზრუნებენ, როგორც ბენდები, ისე ელექტრონული სცენის არტისტები.

9 / 10 ივლისს, სცენა ღია ცის ქვეშ, კოტეჯები 110 ადამიანზე, Chill ზონა დასვენებისთვის და განტვირთვისთვის, კარვების სივრცე, ჰამაკების სივრცე – აი, რას გვპირდებიან ფესტივალის ორგანიზატორები.

  • ოდა ფესტი

„ოდა ფესტი“ წელს პირველად გურიაში, გრიგოლეთში 16-17 ივლისს ჩატარდება. დაგხვდებათ – მზე, ზღვა, კარვები, სიმწვანე და ბევრი მუსიკა.

ფესტივალზე დაუკრავენ ისეთი ცნობილი ქართველი არტისტები, როგორიცაა: Hamatsuki, Hatsvali, Killages, Bedford falls, წერილი, დაგდაგანი, Eko & Vinda Folio  და ა.შ.

  • R.O x Konoba in Batumi

R.O x Konoba ბრიუსელში დაფუძნებული ალტერნატიული ჟღერადობის დუოა, რომელიც მანქანების და ინსტრუმენტების, სიზმრების და რეალობის, მელანქოლიური ვოკალის და პოპ მელოდიების ერთობას წარმოადგენს. ისინი MonoHall Batumi-ში  31 ივლისს, მსმენელისთვის როგორც ნაცნობ, ასევე “Album 10”-იდან ახალ სიმღერებს შეასრულებენ.

  • MONO Hall x KIBE: Erekle Deisadze & band / Bedford Falls / Killages / Anchith

9 აგვისტოს MONO HALL განახლებულ ლოკაციაზე ცნობილ ქართველ არტისტებს უმანსპინძლებს.

„MonoHall ბრუნდება! ოღონდ ამჯერად ახალ ლოკაციაზე – ბათუმში (ძველი UP2U-ს ლოკაცია) და დიდხნიანი პაუზის შემდეგ ძალიან ბევრ დაუვიწყარ ღონისძიებაზე გვიმასპინძლებს.

  • Rokva 2021 – back to Magic Mountain/Shovi

2021 წლის ზაფხულის საუკეთესო გამოცდილება, ფესტივალი მთებს შორის, ყველაზე მწვანე ლოკაცია, ხმამაღალი მუსიკა, ხმაურიც, სიმშვიდეც, ყველაფერი, რისი მოსმენა, დანახვა და შეგრძნებაც მართლა მოგვენატრა.

14-15 აგვისტოს შოვში დაგვხვდებათ 2 სცენა, 15 ქართული და საერთაშორისო პროექტი და 50-მდე არტისტი.

არაჩვეულებრივი მუსიკალური თავგადასავლის გარდა, ტერიტორიაზე დაგხვდებათ ბარები, საკვები ობიექტები, საკარვე ზონა – ყველაფერი, საუკეთესო საფესტივალო გამოცდილებისთვის.

  • SUKHISHVILI – SUMMER 2021

ქართული ნაციონალური ბალეტი ,,სუხიშვილები” ანახლებს ზაფხულის სეზონს ღია სცენა ,,თაკარაზე”, განსხვავებული პროგრამებითა და სიახლეებით.

განრიგი:

  • 4, 5, 6, 7, 24, 25, 26, 27 July / ივლისი; 3rd Generation / მესამე თაობა
  • 8, 9, 10, 11, 28, 29, 30, 21 July / ივლისი; კლასიკური პროგრამა Classic Program
  • 12 July / ივილისი; დებიუტანტები Debutants.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები