მუშთაიდის ჭამის პარკში აუცილებლად დაგხვდება გემო და გარემო, რომელიც ასე გენატრება.
პარკი გელოდებათ ყველას – დიდებს თუ პატარებს, მეგობრებს თუ მტრებს, შინაურ ცხოველებს თუ მოშინაურებულ ადამიანებს, ბევრი ჭამის თუ უფრო მეტად სმის მოყვარულებს.
,,შევიკრიბოთ ღია სივრცეში – სუფთა ჰაერში დატრიალებული საყვარელი საჭმლის სუნის ფონზე დავისვენოთ, ვილხინოთ, ვილაღოთ, ვუსმინოთ მუსიკას, შევიძინოთ ქართული ნივთები, დავაგემოვნოთ თბილისური სთრით ფუდი, ერთჯერადი ჭიქებიც კი ვაჭახუნოთ და შევივსოთ შთაბეჭდილებებითა და ემოციებით, რომლებიც დიდხანს გაგვყვება” – მიმართავენ ღონისძიების ორგანიზატორები ყველა დაინტერესებულ პირს.
მიდი 5,6 12,13 19,20 ივნისს, შენი საყვარელი კერძებით, მუსიკით, ჰარმონიით სავსე გარემოში და აღმოაჩინე თბილისის სთრით ფუდის გემო.
ღონისძიება იმართება თბილისის მერიის და ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის მხადრაჭერით.