რატომ უნდა ვფლობდეთ უცხო ენებს და რაში გვეხმარება მათი შესწავლა

განათლება

მსოფლიო გლობალიზაციის კვალდაკვალ მრავალენოვან სამყაროში კომუნიკაცია იმდენად დიდი მნიშვნელობისაა, როგორც არასდროს. პროფესიული თუ პიროვნული განვითარების საწყისი თავისი არსით შესაძლოა, რომ ყოველი ახალი ენის შესწავლა იყოს.

ახალი ენა, ახალი შესაძლებლობების საწინდარია, შესაძლებლობების, რომელთა ჩამოთვლაც დაუსრულებლად შეიძლება, თუმცა მათგან რამდენიმე განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია.

  • ენა მეხსიერებას აუმჯობესებს

რაც უფრო მეტად იყენებ შენს გონებას ახალი უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად, მით უფრო მეტად ავარჯიშებ მას. ახალი ენის შესწავლა არის ერთგვარი ბიძგი საკუთარი ტვინისათვის, რომ ის შეეგუოს ახალი გრამატიკისა და ლექსიკის წესებს. ეს გაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ავარჯიშო ტვინის უჯერედები ახალი სიტყვების დასამახსოვრებლად, მათ შორის კავშირების შესაქმნელად და კონტექსტუალურად გამოსაყენებლად.

  • ენა ზრდის პროფესიულ მიღწევებს

მსოფლიო სწრაფად იცვლება და ამ ცვლილების ფონზე ათასობით ლოკალურ, თუ საერთაშორისო ორგანიზაციას სჭირდება ისეთი მომუშავე პერსონალი, რომელიც აკმაყოფილებს გლობალიზაციის, ანუ საერთაშორისო სტანდარტებს, შესაბამისად, ფლობს ერთ უცხო ენას მაინც.

  • ენა გეხმარება რომ აღმოაჩინო მსოფლიო, იმოგზაურო და გაიცნო საინტერესო ადამიანები

ახალი სამყაროს აღმოჩენა საკუთარი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, რადგან ყველაზე დიდი სირთულე, რომელიც ახალი თავგადასვლების ძიებაში შეიძლება, აღმოაჩინო კომუნიკაციაა. იმისათვის, რომ შენი სწრაფვა ახალი გამოწვევებისკენ იყოს სრულფასოვანი, მეტად საინტერესო და კულტურულად მრავალფეროვანი აუცილებელია, რომ ფლობდე თუნდაც ერთ საერთაშორისო ენას.

  • ენა ქმნის ახალ კავშირებს

თუკი თქვენ ფლობთ ერთ საერთაშორისო ენას მაინც, ეს გაძლევთ შესაძლებლობას იმისა, რომ გააფართოვოთ თქვენი სამეგობრო წრე, გქონდეთ კომუნიკაცია ადამიანებთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამ გზით, არა მხოლოდ გააუმჯობესოთ ენის დონე, არამედ გაეცნოთ სხვა ადამიანთა ფასეულობებს და გახდეთ საკუთარი თავის უკეთესი ვერსია.

  • ენა ზრდის შენს დამოუკიდებლობას

ახალი ენის შესწავლა გაიძულებს, რომ დატოვო საკუთარი კომფორტის ზონა, რადგან აქ შეცდომები გარდაუვალია, თუმცა შეგრძნება იმისა, რომ სხვას მის მშობლიურ ენაზე ესაუბრები ისევე, როგორც საკუთარზე, გიქმნის განცდას, თუ რამდენად ძლიერი და დამოუკიდებელი ხარ.

  • ენა ზრდის შესაძლებლობებს მრავალმიზნობრივად

დროის მენეჯმენტი და მრავალმიზნობრიობა არის ის ორი ცენტრალური უნარ-ჩვევა, რომელიც ყოველთვის დაგეხმარება. მრავალენოვან ადამიანებს შეუძლიათ, რამდენიმე ენაზე ერთად იფიქრონ, დაამყარონ კომუნიკაცია და მარტივად დაძლიონ ახალი გამოწვევები, რაც მათ მრავალმიზნობრივად ეხმარება.

სოციალიზაცია, როგორც უნარი, არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ საყოველთაო სემანტიკას მოიცავს, შესაბამისად ფლობდე თუნდაც ერთ საერთაშორისო ენას, ნიშნავს ფლობდე იმაზე მეტ შესაძლებლობას, ვიდრე აქამდე გქონია.

ავტორი: მარიამ წურწუმია

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები