როდის და როგორ დაარსდა პირველი უნივერსიტეტი ევროპაში?
დასავლეთ რომის იმპერიამ მე-5 საუკუნეში არსებობა შეწყვიტა. მის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდნენ ბარბაროსული სამეფოები, რომელთათვის პრიორიტეტული არა ზოგადი განათლება, არამედ ომები იყო. შესაბამისად ევროპის ტერიტორიაზე ინტელექტუალურმა ფასეულობებმა უკანა პლანზე გადაიწია და მე-8 საუკუნემდე კულტურული თუ მეცნიერული განვითარება შეჩერდა.
მე-8 საკუნიდან კი, ევროპის ასპარეზზე გამოდის ფრანკთა მეფე კარლოს დიდი, რომელმაც მრავალი რეფორმა გაატარა განათლების სისტემის დასახვეწად, ააშენა სკოლები, დაარსა სასწავლებელი აახენში, სადაც თვითონვე სწავლობდა ოჯახთან ერთად და ა.შ.
კარლოსის მიერ დაწყებული საქმე მისი მმართველობის შემდეგაც გაგრძელდა. შუა საუკუნეებში მონასტრები იქცნენ განათლების მნიშვნელოვან კერებად. სწორედ სასულიერი პირები იყვნენ ვალდებულნი ეკითხათ ლოცვები, ეზრუნათ ხალხის სულიერებაზე, ესაუბრათ ბიბლიაზე და ა.შ. მონასტრებში მუშაობდნენ წიგნებზე, თარგმნიდნენ, გადაწერდნენ და ა.შ.
ადრეულ შუა საუკუნეებში განათლების სამ ტიპს გამოყოფენ. ესენია სახალხო განათლება, სარაინდო განათლება და რელიგიური განათლება. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სწორედ სახალხო განათლება ჰქონდა. ეს იყო ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე მიღებული ცოდნა, მაგალითად ხის მჭრელმა იცოდა, როგორ მოეჭრა ხე, ეს მას ასწავლა მისმა ოსტატმა. სარაინდო განათლება ძირითადად იყო სამხედრო საქმის შესწავლა და საზოგადოებაშ მოქცევის წესების ცოდნა. რაინდებს ასევე არ ქონდათ წერისა და კითხვის საჭიროება და შესაბამისად ბევრი მათგანი წერაკითხვის უცოდინარი იყო. რელიგიური განათლება გაცილებით წიგნიერი იყო, მონასტრებში სწავლობდნენ მომოვალი მღვდლები.
მე-12 საუკუნიდან ევროპაში ჩნდება პირველი უმაღლესი სასწავლებლები – უნივერსტეტები. უნივერსიტეტის სტატუსის მისაღებად საჭირო იყო პაპის კურთხევა.
პირველი უმაღლესი სასწავლებელი გაჩნდა იტალიაში, ქალაქ ბოლონიაში. ბოლონიის შემდეგ უნივერსტეტები ჩნდება საფრანგეთში, ინგლისში, გერმანიის ქალაქებში და დანარჩენ ევროპაში. უნივერსტეტებში დაწყებით საფეხურზე ისწავლებოდა შვიდი თავისუფალი ხელოვნება, (გრამატიკა, ლოგიკა, რიტორიკა, არითმეტიკა, გეომეტრია, მუსიკა, ასტრონომია), უმცროსი საფეხურის დასრულების შემდეგ სტუდენტს უფლება ქონდა ჩაებარებინა უფროსს საფეხურზე სადაც ისწავლებოდა თეოლოგია, იურისპოდენცია და მედიცინა. სწავლება იყო უფასო. სწავლების ენა კი ლათინური. დამთავრების შემდეგ სტუდენტი იღებდა მაგისტრის ხარისხს. უნივერსტეტები სარგებლობდნენ ფართო ავტონომიით. მართვის მოდელით იყოფოდა სამ კატეგორიად. იტალიური, პარიზული და ინგლისური. ევროპაში ყველაზე მეტად გავრცელდა პარიზული მოდელი.
პარიზული მოდელის მიხედვით – უნივერსტეტის პროფესორები ირჩევდნენ დეკანებს და რექტორს. იტალიური მოდელის უნივერსტეტებში მეტი იყო სტუდენტთა უფლებები, სტუდენტები თავად ირჩევდნენ დეკანებსაც და რექტორსაც. სტუდენტებივე წყვეტდნენ, რომელი პროფესორი მოეწვიათ ლექციების წასაკითხად. ლექციებზე დასწრება თავისუფალი იყო და ასობით სტუდენტი ესწრებოდა ცნობილი ლექტორთა ლექციებს.
ინგლისურ უნივერსტეტებში – სწავლება უფრო ინდივიდუალური იყო, ლექციები უტარდებოდა ორ ან სამ კაციენ ჯგუფებს. უნივერსტეტები დიდი ავტორიტეტით სარგებლობდნენ საზოგადოებაში. ცნობილია შემთხვევა როცა საფრანგეთის მეფეებსა და რომის პაპებს შორის დაპირისპირებაში მოსამართლედ პარიზის უნივერსტეტი გამოვიდა.
არსებობის პირველ პერიოდში უნივერსტეტები განიცდიდნენ ეკლესიის დიდ გავლენას. ძალიან დიდი დრო ეთმობოდა რელიგიური წიგნების შესწავლას. რელიგიის დიდი გავლენის მიუხედავად სწორედ უნივერსტეტებში ჩამოყალიბდა კათოლიკური ეკლესიის წნეხისგან გათავისუფლების სურვილი. ცნობილი რეფორმატორები სწორედ უნივერსტეტების პროფესორები იყვნენ. მარტინ ლუთერი ვიტენბერგის უნივერსტეტში მოღვაწეობდა, იან ჰუსი პრაღის და ასე შემდეგ.
საუნივერსტეტო ცხოვრების ერთერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი იყო დისპუტები სხვადასხვა საკითხებზე. სწავლებაც ძირითადში კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა, ამიტომაც დისპუტები მისაღები გახდა ყველასათვის, ვინაიდან დისპუტიც კითხვა პასუხი იყო. დისპუტების ორგანიზება შეეძლო ნებისმიერ პროფესორს. ის გაგზავნიდა თავის მოსაზრებებს და თეზისებს სხვადასხვა უნივერსტეტის პროფესორებთან და მიიწვევდა მათ. დისპუტის დღე წინასწარ გამოცხადდებოდა და სტუდენტებისა და პროფესორების თვალწინ ხდებოდა კამათი. მაგალითად მარტინ ლუთერმა თავის ცნობილი ,,95 თეზისი“ დისპუტისათვის დააგზავნა სხვადასხვა უნივერტეტებში და თავის დროის ცნობილ პროფესსორს ეკს ედებატა.
აღორძინების ხანის მოღვაწეებმა, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაგეს მეცნიერების დონის ასამაღლებლად. ადრეულ პერიოდში გავრცელებული იყო სქოლასტიკა. სქოლასტიკოსები ცდილობდნენ ძველი ბერძნული ფილოსოფიის ქრისტიანულთან შერწყმას. გარკვეული პერიოდი ეს დადებით როლს თამაშობდა, მაგრამ საჭირო იყო შემდეგი ნაბიჯების გადადგმა. აღორძინების ხანის მეცნიერებმა უარი თქვეს ბრმად ნდობოდნენ ჩანაწერებს, პოპულარული გახდა დევიზი ,,მიმართეთ წყაროებს“. მეცნიერება უფრო კვლევითი გახდა. ამან კი თავის შედეგი მოიტანა და დაიწყო ახალი აღმოჩენები.