ფილმები, რომლებიც უნდა ნახო, სანამ სტუდენტი ხარ

თავისუფალი დრო

მოგეხსენებათ, გასული წელი ძალიან უჩვეული და სტრესული იყო სახლში გამოკეტილი სტუდენტებისათვის, რომლებსაც წაერთვათ თანაკურსელებთან ლაივ-კომუნიკაციის ყველანაირი შესაძლებლობა და მთლიანად ციფრულ სამყაროზე გადაერთნენ. ერთადერთი, რაც მათ მეხსიერებას შემორჩა უნივერსიტეტში გატარებული მომენტებია, რომლებიც ნოსტალგიურ ემოციებს აღვიძებს.

STUDINFO.GE-მ გადაწყვიტა ცოტა ხნით მაინც დაგავიწყოთ რეალობა და გამოგზაუროთ სტუდენტურ კინო-სამყაროში, რომელიც კვლავ უნივერსიტეტის დინამიკაში დაგაბრუნებთ. წარმოგიდგენთ 8 საუკეთესო ფილმს სტუდენტურ ცხოვრებაზე, რომელიც ერთდროულად ძალიან გაგართობთ და ბევრსაც გასწავლით.

  • Good Will Hunting (1997)

რა ნიშნავს, როცა ვიღაც საკუთარი თავის აღმოჩენაში გეხმარება? ფილმი მოგვითხრობს მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებულ ბიჭზე, რომელიც საკუთარი თავის ძიების რთულ პროცესს იწყებს, გრძნობს გაუცხოებას და გაურბის მეგობრებს. ფსიქოლოგის დახმარებით, ბიჭი იწყებს თვითრეფლექსიას, საკუთარ იდენტობის შესახებ კითხვების დასმას. ფილმი დახმარების ხელია იმ სტუდენტებისათვის, რომლებიც ეგზისტენციალური კრიზისის პირას არიან, არ იციან რისი კეთება უნდათ და ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს. სამყაროში საკუთარი დანიშნულების ძიება, შესაძლებლობის განსაზღვრა და დაფარული ნიჭების ამოტივტივება, აი ესაა Good Will Hunting-ის მთავარი იდეა.

  • Dead Poets Society (1989)

„Carpe diem. Seize the day, boys. Make your lives extraordinary.“ ეს საკულტო ფრაზა სწორედ „მკვდარი პოეტების საზოგადოებიდანაა”. ის ძალიან ემოციური და მამოტივირებელია თითოეული ადამიანისათვის, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც ახლა დგამს პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს. ფილმი გვიყვება ისტორიას კოლეჯის მეგობრებზე, რომლებიც ინგლისურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი კი მათ საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. პროფესორი საკუთარ მოსწავლეებს მოუწოდებს იცხოვრონ საკუთარი იდეებითა და პრინციპებით და თითოეული წამი გახადონ მნიშვნელოვანი.

  • School of Rock (2003)

წარმოიდგინეთ, თქვენი ლექტორი მუსიკის ისტორიის მაგივრად როკ-კომპოზიციების რიტმებს რომ გასწავლიდრთ. არა, ამის ფუფუნება ალბათ არ გვექნება, თუმცა დიუი ფინის მოსწავლეებს ნამდვილად ჰქონდათ. დაუვიწყარი კომპოზიციებითა და სულისშემკვრელი მომენტებით აღსავსე სიუჟეტები, გადმოგვცემს როკ-ენ-როლით გატაცებულო მასწავლებლისა და მოსწავლეების ურთიერთობას, რომელმაც საკლასო ოთახიდან დიდი სცენის დაპყრობა შეძლო.

  • The Social Network (2010)

2003 წლის შემოდგომის ერთ საღამოს ჰარვარდის სტუდენტი, პროგრამირების გენიოსი – მარკ ცუკერბერგი ახალ იდეაზე მუშაობას იწყებს. ბლოგერობისა და პროგრამირების აურზაურში მეგობრებისათვის შექმნილი საიტი, ყველაზე პოპულარული გლობალური სოციალური ქსელი გახდა. ცუკერბერგი მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერად იქცა, მაგრამ მის წარმარმატებას პირადი და ლეგალური პრობლემები დაერთო. დატკბით , ოსკაროსანი ფილმით, რომელიც გვიყვება ადამიანიზე, რომლის იდეებმაც მთლიანად ამოაყირავა ჩვენი ცხოვრება.

  • Mona Lisa smile (2003)

1950-ანი წლების ისტორიული ექსკურსი, რომელშიც მოქმედება ვითარდება ქალთა კოლეჯში. ფემინისტი ქალი მასწავლებელი ცდილობს გოგონებს ცხოვრება დაანახოს პროგრესული პრიზმიდან და ისინი საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნოს. მოგეხსენებათ, 1950-ანი წლები არის პერიოდი, როცა ძალიან უხეშად ხდებოდა ქალთა უფლებების დარღვევა.

  • Freedom Writers (2007)

ახალგაზრდა მასწავლებელი ერინ გრიუველი, 90-იან წლებში მუშაობას იწყებს ლონგ-ბიჩის საშუალო სკოლაში, სადაც სწავლობენ ძნელად აღსაზრდელი და კრიმინალისკენ მიდრეკილი მოზარდები, თუმცა ამის მიუხედავად ერინი ძალისხმევას არ იშურებს იმისათვის, რომ მათ სწავლისადმი ინტერესი გაუჩინოს. ახალგაზრდა მასწავლებელი მოსწავლეებს შთააგონებს ისწავლონ ტოლერანტულობა, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგ სწავლა განაგრძონ.

  • Legally Blonde (2011)

გოგონა, რომელიც ჰარვარდში სამართლის ფაკუკტეტზე სწავლობს, ამავდროულად საკუთარი ქალურობის მსხვერპლია, ვინაიდან მას არავინ აღიქვამს სერიოზულ იურისტად. ელი ყველას დააჯერებს, რომ ქერა თმის მიღმა იმალება ინტელექტი და ცოდნა, რომელიც მას თავდაჯერებულობასა და დამოუკიდებლობას ანიჭებს. ფილმი ინსპირაციულია მათთვის, ვინც ფიქრობს, რომ არაფერი გამოუვა და ემორჩილება საზოგადოების მიერ მინიჭებულ იარლიყებს.

  • Accepted (2006)

რვა კოლეჯიდან უარის მიღების შემდეგ ბარტლი გეინსი და მისი უსაქმური მეგობრები მშობლებს ატყუებენ თითქოს “ჰარმონ ინსტიტუტ ტექნოლოჯიში” ჩაირიცხნენ, ეს უნივერსიტეტი კი თავად გამოიგონეს. ფილმი კარგ განწყობას შეგიქმნით და ძალიან გაგახალისებთ.

ავტორი: ნინო მამაცაშვილი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები