,,შემოგესწავლ-შემოგეთამაშებათ“ – ქართველი სტუდენტების საინტერესო სტარტაპი

სტუდენტური შემოქმედება

სწავლის პროცესში მეტად კრეატიული და სახალისო თამაშების შემოტანა რომ აუცილებელია, ამაში ალბათ ყველა დაგვეთანხმება. თამაში მხოლოდ გართობა ხომ არ არის? ის არის შესაძლებლობა უფრო კარგად შეიმეცნო გარესამყარო და ყველაფერი ,,შემოგესწავლ-შემოგეთამაშოს“.

იმისთვის, რომ სწავლის პროცესი უფრო საინტერესო და ამავდროულად, სახალისოც იყოს, ქართველმა სტუდენტებმა შექმნეს სტარტაპი ,,კუდა“, რომელიც ძალიან მალე ქართულ ბაზარზე გამოჩნდება.

,,კუდა“ სამაგიდო თამაშია, რომელიც თამაშ-თამაშით გვასწავლის მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებს. სტუდენტების მიერ შექმნილი სტარტაპი ამჟამად მოიცავს ათ სასკოლო საგანს, ესენია: მათემატიკა, ქართული ენა, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა და სამოქალაქო განათლება. კითხვები სასკოლო პროგრამიდანაა და თამაში გათვლილია ცამეტი წლიდან ზევით სკოლის მოსწავლეებზე და არა მარტო მათზე.

ამჟამად, ,,კუდა“ სასკოლო პროგრამებიდან გვთავაზობს კითხვებს, თუმცა, სამომავლოდ, არაფორმალური განათლების პოპულარიზაციის მიზანით, მას დაემატება კითხვები ისეთი საკითხებიდან, როგორიც არის, მაგალითად ეკოლოგია.

,,კუდას“ შემქნელები გახლავთ თათია გეგელაშვილი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერისტეტის ინფორმატიკის სტუდენტი და თაკო გეგელაშვილი, FLEX გაცვლითი პროგრამის სტუდენტი. როგორც მათ აღნიშნეს, ,,კუდას“ შექმნის იდეა, მათმა სამაგიდო თამაშების მიმართ სიყვარულმა განაპირობა.

,,ვინაიდან ორივეს ძალიან გვიყვარს სამაგიდო თამაშები, გადავწყვიტეთ ისეთი თამაში შეგვექმნა, რომელიც დაგვეხამარებოდა ბევრი საკითხის შესწავლასა და დამახსოვრებაში. ,,კუდას“ მიზანია ასწავლოს ან გაახსენოს მოთამაშეებს საინტერესო ფაქტები და საკითხები. ასევე, ჩვენი მიზანია მოთამაშეები დაინტერესდნენ ისეთი თემებით, რომელიც მათთვის აქამდე არ იყო მნიშვნელოვანი და საყურადღებო“.

,,კუდა“ მხოლოდ იდეად რომ არ დარჩენილიყო და მას რალური სახე მისცემოდა, ამისთვის გოგონებს ორგანიზაცია ,,ორბელიანი მეტი“ და ქრაუდფანდინგის პლატფორმა დაეხმარა. მათ შეძლეს ფინანსური მხარდაჭერა მოეპოვებინათ მოსახლეობისგან იმისთვის, რომ ,,ორბელიანი მეტი“-სგან გრანტი მიიეღოთ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, გრანტის მიღების საკითხი მოგვარებულია და ,,კუდა“ თავის ,,ფიდბექ თიმთან“ ერთად უკვე მზად არის უახლოეს მომავალში სამაგიდო თამაში ქართულ ბაზარზე გაიტანოს.

ავტორი: მარიამ მერლანი

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები