ვებ-გვერდები და აპლიკაციები, რომლებიც სწავლის პროცესს გაგიმარტივებთ

განათლება

გვინდა გაგაცნოთ ის ვებ-გვერდები და აპლიკაციები, რომელთა დახმარებითაც სწავლის პროცესი გაგიმარტივდებათ.

ყველას გვქონია დღეები, როცა რამდენიმე დავალება ერთრდოულად გვაქვს გასაკეთებელი. თუკი დიდი ტექსტის დაწერას ვერ ასწრებთ, ვებ-გვერდი dictation.io თქვენთვისაა. ამ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ სასურველი ენა აირჩიოთ და თქვენი საუბარი ტექსტად აქციოთ.

www.prepostseo.com რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან საკითხში გაგიწევთ დახმარებას.

ვებ-გვერდზე შეგიძლიათ თქვენს მიერ დაწერილი ინგლისური თემის გრამატიკული მხარის შემოწმება, ტექსტის პერიფრაზირება და ა.შ

გრამატიკული შეცდომების საპოვნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვებ-გვერდი www.grammarly.com, რომელიც შეცდომების აღმოჩენის გარდა, გირჩევთ უკეთესი სიტყვების გამოყენებას.

ვებ-გვერდი www.wolframalpha.com სხვადასხვა დარგში გაგიწევთ დახმარებას. თქვენ შეძლებთ მათემატიკური დავალებების ამოხსნების და განმარტებების პოვნას, მეცნიერული და კულუტრული თემების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.

რთული მათემატიკური დავალებების ძალიან კარგ და გასაგებ ამოხსნებს www.symbolab.com-ზე იპოვით.

ზემოთ ჩამოთვლილი ვებ-გვერდები სიზარმაცის წახალისება არ გეგონოთ, ისინი ბევრი სტუდენტისთვის დამხმარე საშუალებაა. თქვენ შეძლებთ თქვენს ნაშრომებში შეცდომების პოვნას და იმუშავებთ მათ გამოსწორებაზე.

ავტორი: ნინო გოგმაჩაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები