ვირტუალური ოთახები, სადაც მეცადინეობა მსოფლიოს გარშემო მყოფ სხვა სტუდენტებთან ერთად შეგიძლიათ

განათლება

პანდემიამ თითმის ყველა სფეროზე იქონია გავლენა და მათ შორისაა განათლება. აუდიტორიაში ლექციებზე სიარული და ბიბლიოთეკაში წიგნის კითხვა ბევრისთვის სანატრელიც კი გახდა.

მაშინ, როცა მთელი მსოფლიო დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ვირტუალური ოთახები შეიქმნა მათთვის, ვისაც სხვებთან ერთად მეცადინეობა ურჩევნია.

www.studystream.live – ამ ვებ-გვერდზე თქვენ შეძლებთ მსოფლიოს გარშემო მყოფ სხვა სტუდენტებთან ერთად იმეცადინოთ. ვირტუალურ ოთახში მყოფებს არ აქვთ ხმის ამოღების შესაძლებლობა – თითოეულ სტუდენტს ხმა გამორთული ექნება.

მიმიკის ფსიქოლოგიის მიხედვით, ჩვენთვის უფრო მარტივია ნებისმიერი საქმის გაკეთება, თუ ვხედავთ, რომ ამას ჩვენთან ერთად სხვებიც აკეთებენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ მოტივაციის მომცემია, იმის ყურება, სხვები როგორ მეცადინეობენ.

ასევე ცნობილია, რომ ადამიანები უფრო სხვაგვარად იქცევიან, როცა იციან, რომ მას სხვებიც ხედავენ. ცდილობ კარგად ივარჯიშო, როცა იცი რომ შენი მწვრთნელი გაკვირდება. ასევე, ბიბლიოთეკაში მეცადინეობა ბევრად კარგ შედეგს იძლევა და ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ შენს ირგვლივ ყველა წიგნშია თავჩარგული. ასეთ დროს თავს აიძულებ მობილური უფრო იშვიათად შეამოწმო.

სწორედ ზემოთ ხსენებული ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნა ეს ვებ-გვერდიც, რომელსაც ასი ათასობით მომხმარებელი ჰყავს. აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ მათ შორის არიან, როგორც სტუდენტები, ასევე სკოლის მოსწავლეები.

ავტორი: ნინო გოგმაჩაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები