ამსტერდამში საგანმანათლებლო პროგრამისთვის ახალგაზრდების შერჩევა დაიწყო

გაცვლითი პროგრამები

ნიდერლანდების განათლების ჯგუფი ორგანიზებას უწევს მოკლე ვადიან საგანმანათლებლო პროგრამას. პროგრამა გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა იმ ახალგაზრდას, რომელსაც სურს თავისი პიროვნული და პროფესიონალური უნარების განვითარება.

პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს ექნებათ შანსი იმუშაონ ისეთ ჯგუფებში, რომლებიც დაკომპლექტებული იქნება ახალგაზრდა პროფესიონალებისგან, რაც მათ ხელს შეუწყობს ლიდერული უნარების ჩამოყალიბებაში.

პროექტი დაფინანსებულია და იგი მოიცავს:

  • 3 თვის განმავლობაში უფასო ცხოვრებას ამსტერდამში
  • უფასო კვებას
  • ამსტერდამში გადაადგილებას
  • ვიზისთვის საჭირო თანხებს

კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

  • კარგად უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას
  • ჰქონდეს კარგი ინტერნეტი და Facebook-ი
  • ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი
  • იცოდეს სოციალური მედიის მართვა

რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები