20 აპრილიდან ბაგებისა და მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საბაგირო ამუშავდება

აქტუალური

როგორც თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, 20 აპრილიდან ბაგებისა და მაღლივი კორპუსის დამაკავშირებელი საბაგირო ამუშავდება და მოემსახურება ყველა მსურველს.

საბაგირო გზა არის 320 მეტრის სიგრძის, რომელსაც ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, ახლა კი მიმდინარეობს ტექნიკური შემოწმება და მალე იგი სრულ მზადყოფნაში იქნება სტუდენტებისა და ყველა იმ პირისთვის, ვინც ამ ტერიტორიაზე გადაადგილდება.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები