თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერი/დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე

დასაქმება

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერი/დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ატარებს ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1000 ლარი

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე არანაკლებ ერთი წლის მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე ტექნიკური მოწყობილობების მოხმარების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Word, Excel, Power point, Outlook;
  • ინგლისური ენის ცოდნა

ძირითადი მოვალეობები:

  • ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ელფოსტის მართვა;
  • შემოსული ზარების მართვა;
  • ოფისის მომარაგება საკანცელარიო ნივთებით, საოფისე ინვენტარით და სანჰიგიენის საშუალებებით;
  • ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციის წარმოება;
  • ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციებს მიღება/გაგზავნა;
  • შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება;
  • ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

ძირითადი უნარები:

  • პასუხისმგებლობის გრძნობა და კეთილსინდისიერება;
  • მიზანდასახულობა;
  • ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
  • კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: office@tbilisifilmfestival.ge და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ოფის-მენეჯერი და თქვენი სახელი, გვარი.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები