თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერი/დირექტორის თანაშემწის პოზიციაზე.
თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი არის ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც ატარებს ა(ა)იპ კინოხელოვნების ცენტრი პრომეთე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი – პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 1000 ლარი
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე არანაკლებ ერთი წლის მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე ტექნიკური მოწყობილობების მოხმარების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა: Word, Excel, Power point, Outlook;
- ინგლისური ენის ცოდნა
ძირითადი მოვალეობები:
- ოფისის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
- ელფოსტის მართვა;
- შემოსული ზარების მართვა;
- ოფისის მომარაგება საკანცელარიო ნივთებით, საოფისე ინვენტარით და სანჰიგიენის საშუალებებით;
- ორგანიზაციის შიდა დოკუმენტაციის წარმოება;
- ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციებს მიღება/გაგზავნა;
- შეხვედრების და გეგმიური თათბირების ორგანიზება;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი უნარები:
- პასუხისმგებლობის გრძნობა და კეთილსინდისიერება;
- მიზანდასახულობა;
- ორგანიზაციული უნარ-ჩვევები;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
- გადაწყვეტილების მიღების უნარი.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გააგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და წერილის თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: ოფის-მენეჯერი და თქვენი სახელი, გვარი.