საქართველოში დასაქმების ონლაინ ფესტივალი ტარდება

დასაქმება

დასაქმების ონლაინ ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება. სსიპ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, HR hub – ისა და World Vision საქართველოს ორგანიზებით 2021 წლის 1-დან 5 მარტის ჩათვლით, დასაქმების ონლაინ ფესტივალი – ,,გაესაუბრე საიდანაც გინდა” ტარდება.

ღონისძიების მიზანია დასაქმების ხელშეწყობა და სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება. დასაქმების ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ოცდაათამდე კომპანია და 200-მდე ვაკანსია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ფესტივალი განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის და ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის.

ფესტივალზე HR მენეჯერები, რეკრუტერები წარმოადგენენ კომპანიებსა და მიმდინარე ვაკანსიებს, რომელთა ნახვაც კანდიდატებს შეუძლიათ სპეციალურ ბმულზე.

დასაქმების მსურველები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან. ამის შემდეგ კი მათთვის ჩაინიშნება ონლაინ შეხვედრები დამსაქმებლებთან, რომლებიც კანდიდატების დასაქმების გადაწყვეტილებას კონკრეტული ვაკანსიების მოთხოვნების შესაბამისად მიიღებენ.

სამუშაოს მაძიებლებთან შეხვედრის დროს, კომპანიის წარმომადგენლები ისაუბრებენ თუ რა ვაკანსიები და შეთავაზებები აქვთ, რა არის მათი კომპანიის, როგორც დამსაქმებლის კონკურენტული უპირატესობა, როგორ სამუშაო გარემოს სთავაზობენ დასაქმების მსურველებს. დასასრულს კი, სამუშაოს მაძიებლებს კითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

შეხვედრები გაიმართება ონლაინ Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დასაქმების ფესტივალში და მასტერკლასებზე დასასწრებად დარეგისტრირდით ბმულზე.

დარეგისტრირების შემდეგ, კომპანიის ონლაინ სესიის წინ, მონაწილეები მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებენ Zoom –ის ლინკს, რომლის მეშვეობითაც პირდაპირ მოხვდებიან მათ მიერ წინასწარ შერჩეული დამსაქმებლების სესიებზე.

წყარო: დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები