10 საინტერესო ფაქტი SEU-ზე, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ

საინტერესო ფაქტები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და მაღალკვალიფიციური პროფესორებით, რითაც ბევრი აბიტურიენტს გულს იგებს.

STUDINFO.GE შეეცადა შეეგროვებინა საინტერესო ფაქტები SEU-ს შესახებ, რომლებიც შესაძლოა ბევრმა არც იცოდეთ.

☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼

ფაქტი #1

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კამპუსი, ერთ-ერთი  ყველაზე კეთილმოწყობილია კამპუსია ევროპაში.

ფაქტი #2

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი მოწვეული ლექტორი ასწავლის.

 ფაქტი #3

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში შეიძლება ძალიან დიდი ხანი მოგიწიოს ლიფტის ლოდინი. ლიფტის ლოდინზე ხშირად წუწუნებენ სტუდენტები.

ფაქტი #4

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვედრა ნამდვილი თავსატეხია. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მე-16 სართულზეა იქ მოსახვედრად კი ლიფტით უნდა ისარგებლოთ, რომელიც მუდამ მოძრობას.

ფაქტი #5

საქართველოს ეროვნულ უნივერისტეტში უამრავი სარკეა.

სტუდენტი: „მართლა ძალიან ბევრი სარკეა და გინდა არ გინდა, მაინც იღებ ფოტოს“.

ფაქტი #6

უნივერსიტეტის საპირფარეშოებში ტახტები დგას.

ერთ-ერთი სტუდენტი იხსენებს: „როცა ეს ამბავი მითხრეს არ დავიჯერე, მაგრამ მერე ჩემი თვალით ვნახე“.

ფაქტი #7 

არჩევით საგნებზე ლექციებს ძალიან ბევრი სტუდენტი ესწრება, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.

ფაქტი #8

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის კამპუსს საკუთარი სპორტდარბაზი და კლინიკაც კი აქვს.

ფაქტი #9

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მინიმალური შიდა სტიპენდია  57-60 ქულიდან გაიცემა.

ფაქტი #10

როგორც სტუდენტები ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციასთან დაკავშირება ძალიან რთულია.

ავტორი: ნინელი აბულაძე

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები