საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტია საქართველოში, გამორჩეული ინფრასტრუქტურითა და მაღალკვალიფიციური პროფესორებით, რითაც ბევრი აბიტურიენტს გულს იგებს.
STUDINFO.GE შეეცადა შეეგროვებინა საინტერესო ფაქტები SEU-ს შესახებ, რომლებიც შესაძლოა ბევრმა არც იცოდეთ.
☼ გსურს სილამაზის სახელოვნებო კურსებზე სწავლა? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე ☼
ფაქტი #1
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის კამპუსი, ერთ-ერთი ყველაზე კეთილმოწყობილია კამპუსია ევროპაში.
ფაქტი #2
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი მოწვეული ლექტორი ასწავლის.
ფაქტი #3
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში შეიძლება ძალიან დიდი ხანი მოგიწიოს ლიფტის ლოდინი. ლიფტის ლოდინზე ხშირად წუწუნებენ სტუდენტები.
ფაქტი #4
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მოხვედრა ნამდვილი თავსატეხია. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მე-16 სართულზეა იქ მოსახვედრად კი ლიფტით უნდა ისარგებლოთ, რომელიც მუდამ მოძრობას.
ფაქტი #5
საქართველოს ეროვნულ უნივერისტეტში უამრავი სარკეა.
სტუდენტი: „მართლა ძალიან ბევრი სარკეა და გინდა არ გინდა, მაინც იღებ ფოტოს“.
ფაქტი #6
უნივერსიტეტის საპირფარეშოებში ტახტები დგას.
ერთ-ერთი სტუდენტი იხსენებს: „როცა ეს ამბავი მითხრეს არ დავიჯერე, მაგრამ მერე ჩემი თვალით ვნახე“.
ფაქტი #7
არჩევით საგნებზე ლექციებს ძალიან ბევრი სტუდენტი ესწრება, რაც გარკვეულ პრობლემებს ქმნის.
ფაქტი #8
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტის კამპუსს საკუთარი სპორტდარბაზი და კლინიკაც კი აქვს.
ფაქტი #9
საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მინიმალური შიდა სტიპენდია 57-60 ქულიდან გაიცემა.
ფაქტი #10
როგორც სტუდენტები ამბობენ, საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაციასთან დაკავშირება ძალიან რთულია.
ავტორი: ნინელი აბულაძე