იწყება სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის 2021 წლის გაზაფხულის ნაკადი

დასაქმება

აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია სტაჟიორობის კანდიდატმა, 2021 წლის 23 მარტის ჩათვლით, მიმართოს შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებას და განაცხადოს თანხმობა სტაჟირების აღნიშნულ ნაკადში მონაწილეობის მისაღებად.

გაცნობებთ, რომ სტაჟირებაზე რეგისტრაცია დაიწყება 2021 წლის 23 აპრილს.

  ☼ ეძებ IT ინჟინერიის შემსწავლელ კურსებს? გაეცანი სასწავლო პროგრამებს EDU.ARIS.GE-ზე  ☼   

ამასთან, შეგახსენებთ, რომ სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია პირს, რომელიც სწავლობს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის აკრედიტირებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და არის დამამთავრებელი სემესტრის (ბოლო ორი სემესტრი) სტუდენტი ან სწავლობს სამაგისტრო, სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე და სწავლისას გამოირჩევა მაღალი აკადემიური მოსწრებით, რაც დასტურდება GPA-ით (მინიმუმ 3.0 შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ის გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); აგრეთვე პირი, რომელმაც დაასრულა ბაკალავრიატის, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა და საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელიწადზე მეტი.

სტაჟირების პროგრამაში ჩართული უნივერსიტეტების სია იხილეთ ბმულზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ცხელ ხაზს: ტელ: 219 77 55.

Studinfo.ge - სტუდენტური ამბები